კომიტეტის წევრებმა განიხილეს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში სტადიონის მოუმზადებლობის გამო ჩაშლილი დღევანდელი მატჩი ფოთის "კოლხეთსა" და ქობულეთის "შუქურას" შორის და სადისციპლინო კოდექსის 108-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: "კოლხეთს" ჩაეთვალა 0:3 წაგება და დაჯარიმდა 2500 ლარით. აგრეთვე, კლუბს სეზონის ბოლომდე მიეცა პირობითი სასჯელი.
- რატომ გადაიდო კოლხეთი-შუქურას მატჩი?
მომზადებულია ELIGA.GE-ს მიხედვით