14:20 30-10-2017
ლოკომოტივი-კოლხეთი - კოლხეთი სახიფათო ზონაში რჩება [VIDEO]
AutoSharing Option
ალექსანდრ შტელინის გუნდმა პირველი ტაიმი აქტიურად დაიწყო და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ფოთელები ფლანგებზე სწრაფი თამაშის ხარჯზე მეტოქის დაცვაში თავისუფალ სივრცეებს პოულობდნენ, მაგრამ ბოლო მომენტებში შეტევის გამწვავება და საბოლოო დარტყმის განხორციელება უჭირდათ.
შეხვედრა კი საკმაოდ კარგ ტემპში დაიწყო. ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში გუნდებს შეტევების დაგვირგვინება უჭირდათ.
გადამწყვეტი მეორე ტაიმი გამოდგა, როცა თბილისელებმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანეს და 3 ქულა მოიპოვეს და მეოთხეადგილოსან "საბურთალოს" კვლავ ერთი ქულით ჩამორჩებიან.
მატჩის სტენოგრამა
10" - გიორგი ბუხაიძის ძლიერად დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ასცდა.
11" - გიორგი რეხვიაშვილის კარგი გადაცემით ნოდარ ქავთარაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა - კოლხები კოკა სეფიაშვილმა გადაარჩინა.
17" - იგორ ბროვკოს ძლიერი დარტყმა და "ლოკომოტივი" რევაზ თევდორაძემ გადაარჩინა.
24" - ლაშა გვალიამ მცველის მიერ მოგერიებული ბურთი კარში გააგზავნა, მაგრამ იქვე მდგომ ირაკლი სიხარულიძეს მოარტყა და სტუმრებმა ხიფათი აირიდეს.
26" - გაბრიჩიძის ფლანგური გადაცემა. კარის წინ ისევ ქავთარაძე გაიხსნა და დაარტყა კიდეც, მაგრამ სეფიაშვილი კვლავ საიმედოდ იდგა.
27" - ფოთელთა სწრაფი კონტრშეტევა. ფლანგური გადაცემის დროს კარის წინ ბუხაიძე გათავისუფლდა, მაგრამ მისი თავური არაზუსტი გამოდგა და "კოლხეთმა" ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
30" - ჯონ მაჩარიას კუთხური. ბუხაიძემ მცველებს დაასწრო, მაგრამ მისი თავური ამჯერადაც არაზუსტი გამოდგა.
46" - გეგა დიასამიძის კუთხურის შემდეგ პენალტის ნიშნულთან გათავისუფლებული ქავთარაძის ძალიან სახიფათო დარტყმას სეფიაშვილი გადაეფარა და გუნდი გოლისგან იხსნა.
49" - მცველის მიერ მოგერიებული ბურთი კარის წინ გოროზიას მიუგორდა, მაგრამ გატანაში ხელი ომარ გოგონაიამ შეუშალა.
64" - გოლი! სიხარულიძემ კარგი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ქავთარაძე, რომელმაც ანგარიში გახსნა - 1:0.
86" - ბუხაიძე საჯარიმოში შეიჭრა, სადაც უბილავამ წააქცია. არბიტრმა ლოკომოტიველს წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. ფოთელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ გიორგი ყრუაშვილმა ჩათვალა, რომ თამაშის წესი საჯარიმოს გარეთ დაირღვა.
ეროვნული ლიგა. XXXII ტური
29.10. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
ლოკომოტივი-კოლხეთი 1:0
1:0 ნ. ქავთარაძე (64. სიხარულიძის პასით)
ლოკომოტივი (4-3-3): თევდორაძე - გაბაძე (69. ლ. ქურდაძე), კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა - ანდრონიკაშვილი (46. ჭანტურია), გვალია, გოროზია - ქავთარაძე, სიხარულიძე, გაბრიჩიძე (46. დიასამიძე).
სათადარიგოები: შეროზია, ჩიტეიშვილი, კიკაბიძე, ვარძელაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
კოლხეთი (4-2-3-1): სეფიაშვილი - გ. კილასონია, ა. გურეშიძე, გოგონაია, ნონდი - მაჩარია, ჯანელიძე - ჟიშკარიანი, ბუხაიძე, ბახია - ბროვკო (74. დერებჩინსკი).
სათადარიგოები: შერმადინი, ვ. კილასონია
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
გაფრთხილება: მაჩარია (57), ლ. ქურდაძე (81), დიასამიძე (90+1)
გაძევება: უბილავა (86)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 25
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 12
გ. კუხიანიძე (ტორპედო) 11
XXXIII ტური
4 ნოემბერი, შაბათი
კოლხეთი-დილა
ლოკომოტივი-შუქურა
5 ნოემბერი, კვირა
დინამო (თბ)-დინამო (ბთ)
საბურთალო-ჩიხურა
ტორპედო-სამტრედია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კარგი თამაში იყო,ლოკო აშკარად ოთხეულისთვის იბრძვის,ცოტა გაძლიერება კიდევ და მომავალ წელს კარგი გუნდი იქნება,აი კოლხეთი კი მაგრად მენანება მეორე ლიგისთვის,ეს თამაშიც არ უთამაშია ცუდად,უბრალოდ ხელმძღვანელობა ჰYავს ცემით მოსაკლავი,რა დღეში ჩააგდეს გუნდი,იმედია წელს გადარჩება გავარდნას და მომავალ წელს მიხედავენ როგორც საჭიროა
2
0
79-ე წუთზე, გურეშიძემ ვარდნაში ,ერთი ერთზე გასულ, ლოკომოტივის ფეხბურთელს, ფეხიდან ბურთი, სუფთად რომ გამოაცალა,ალბათ გამოგრჩათ. არადა ყველაზე კარგი მომენტი იყო!!!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული