შუქურა-დინამო (ბთ) - სად იყო ფეხბურთი?

AutoSharing Option
ამ თამაშით მიხვდებოდით, რა აკლია ქართულ ფეხბურთს. განა შეიძლება მეტოქე გუნდები გასავარდნ ზონაში იყვნენ და მათ დაპირისპირებაში მთელმა ტაიმმა ისე ჩაიაროს, მოთამაშეებს განსაკუთრებული გულით თამაში, თავდადება, სპორტული და ბრძოლის ჟინი არ ეტყობოდეთ?!

შეიძლება ეს მიმდინარე სეზონის ყველაზე ცუდი მატჩიც იყო, სადაც არც გაუტანიათ და მხოლოდ ორიოდე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი კი ეფექტური ფინტი და სადავო ეპიზოდი გახდა.

იყო კურიოზიც: რომან ჩაჩუამ ვერ გაიგო, მოედნიდან უნდა გასულიყო თუ არა, რომან პომაზანმა კი - როდის შეეცვალა ჩაჩუა და
ამ გაურკვევლობაში 2 წუთი გავიდა.

ერთი საინტერესო მოთამაშეა ქობულეთელთა რიგებში - ჩინელი ჰან ტიანლინი, რომელიც ვერცხლისწყალივით მოძრავი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალობა, ანუ ეს ფეხბურთელი, გაცილებით მკაცრი სანახავი გამოდგა. ტურიდან ტურამდე ვუყურებთ და გაუგებარია, რა სარგებლობა მოაქვს მას "შუქურასთვის"?

ამ შეხვედრის აღწერას აზრი არ აქვს. მხოლოდ ერთს ვიტყვით - პირველი 45 წუთი ფიზკულტურელთა გართობას უფრო ჰგავდა, სადაც დარბოდნენ, მაგრამ ფეხბურთი არ უთამაშიათ. მეორე ტაიმში ცოტა ინამუსეს და გაიხსენეს, რა სახეობას მისდევენ, მაგრამ მთლიანობაში, ასეთი პრინციპული და მნიშვნელოვანი შეხვედრისგან გულშემატკივარი და თითოეული ჩვენგანი გაცილებით მეტს ველოდით.

ბათუმის "დინამო" 33 ქულით ისევ მე-8 ადგილზეა, კონკურენტ გორის "დილას" უკვე 4 ქულით ჩამორჩა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის გადათამაშებაში მონაწილეობას უახლოვდება.

ამ ქულით "შუქურამ" უფრო ისარგებლა - ქობულეთელები ისევ ბოლო, მე-10 ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ უშუალო კონკურენტ "კოლხეთთან" ჩამორჩენა უკვე 3 ქულამდე შეამცირეს და გადათამაშებაში მონაწილეობის შანსი გაუჩნდათ.


მატჩის სტენოგრამა
45" - კარში შორიდან თემურ შონიამ დაარტყა და მიზანს ააცილა.
45" - ელგუჯა გრიგალაშვილის შორეულ დარტყმას რომან ჩაჩუა გადაეფარა და კარისკენ არ წავიდა.
52" - ანზორ სუხიაშვილი საჯარიმოში შეიჭრა, გიორგი კახელიშვილს გასცდა და მასთან ბრძოლისას საჯარიმოში წაიქცა. ბათუმელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა არ დანიშნა. ეს ამ შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და ემოციური მომენტი იყო.
60" - ჯარიმა სანდრო გურულმა შეასრულა და ანატოლი ტიმოფეევმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამასაც არა უშავდა.
66" - კუთხური გრიგალაშვილმა შეასრულა. ფარტენაძემ მცველებს დაასწრო და თავით კარში დაარტყა.
69" - თემურ ჩოგაძემ ჯარიმა შეასრულა და მეკარე გიორგი სომხიშვილმა ბურთი მუშტებით მოიგერია.
72" - ირაკლი კლიმიაშვილის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთმა ძელს ჩაუქროლა. ბათუმელები გადარჩნენ.
81" - ჩოგაძის ძლიერი დარტყმა მიზანს ასცდა. თამაში ამ ბიჭმა ოდნავ მაინც გამოაცოცხლა.

ეროვნული ლიგა. XXXII ტური
29.10. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
შუქურა-დინამო (ბთ) 0:0
შუქურა (4-2-3-1): სომხიშვილი - ჩაჩუა (59. პომაზანი), ჩადუნელი, გოგიტიძე, დასე - ჰან ტიანლინი (59. ჟეფინიო), კლიმიაშვილი - ს. გურული, მარსელინიო, კახელიშვილი - ჩაგელიშვილი (78. შალამბერიძე).
სათადარიგოები: მელნიჩენკო, ართმელაძე, გოგილაშვილი, დაგარგულია
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
დინამო (4-2-3-1): ტიმოფეევი - ფარტენაძე, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი - ვარშანიძე, შონია - ტვილდიანი (62. ჩოგაძე), ე. გრიგალაშვილი, კვასოვი (65. კვანტალიანი) - მარცვალაძე.
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, გ. ქავთარაძე, თევდორაძე, არზიანი
მწვრთნელი: ასლან ბალაძე
გაფრთხილება: ჩაჩუა (57), ვარშანიძე (72), ფარტენაძე (88)
არბიტრი: ბ. ნინუა


ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 25
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 12
გ. კუხიანიძე (ტორპედო) 11

XXXIII ტური
4 ნოემბერი, შაბათი
კოლხეთი-დილა
ლოკომოტივი-შუქურა

5 ნოემბერი, კვირა
დინამო (თბ)-დინამო (ბთ)
საბურთალო-ჩიხურა
ტორპედო-სამტრედია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
batumelebo amoiget xma ras uyurebt?chven tu visoli gavagdet tqven rais geshiniat?ise dzvelat batums magari fanebi yavdat gvichxubia kidec artmanetshi da ukan ardauxeviat arasdros.exla kide samtrediis fanrbi ro gagbertyaven cemashi iset fanebi metis girsic ararian:)
qutaisi
14:54 31-10-2017
0
გაურკვეველი სიატიაცია იყო ბათუმს უნდა მიეცა თამაში მაგრამ აუკრდძალეს )))))))) და თვითონაც ვერ გაიგეს ვის რა უნდოდა ))))
vato
23:05 30-10-2017
0

სიახლეები პოპულარული