15 წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 26 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედომ" თბილისში "დინამო" დაამარცხა 1:0 და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ გუნდები ვერ ახერხებდნენ რეალური საგოლე მომენტის შექმნას.

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, "დინამომ" კი აქცენტი დაცვაზე გააკეთა. "ტორპედომ" თბილისელთა გატეხვა 74-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის თავურით შეძლო.

მატჩის უკანასკნელ წუთებზე "დინამომ" რამდენიმეფაზიანი შეტევა დაიწყო, ჯერ შულაიას დარტყმული მოიგერია როინ კვასხვაძემ, შემდეგ კოვტალიუკი საჯარიმოში წააქციეს, ხოლო კიტეიშვილის დარტყმული პენალტი ქუთაისელთა კიპერმა მოიგერია.

საბოლოოდ მატჩი ქუთაისელებმა 1:0 მოიგეს და 15 წლის შემდეგ საქართველოს
ჩემპიონები გახდნენ.

შემადგენლობები:

თბილისის "დინამო": 1. სერგი ლიტოვჩენკო 5. ლევან გეგეჭკორი 8. ოთარ კიტეიშვილი C 9. ბექა მიქელთაძე 11. აკაკი შულაია 15. ლაშა ქოჩლაძე (ზურიკო დავითაშვილი 71') 20. ლაშა სალუქვაძე 24. დავით კობოური 27. გიორგი კუცია (მიკოლა კოვტალიუკი 87') 31. ბექა ქავთარაძე 35. გიორგი გადრანი

ქუთაისის "ტორპედო": 89. როინ კვასხვაძე C 2. ვაჟა ტაბატაძე 5. დავით ხურცილავა 9. თორნიკე კაპანაძე 10. გიორგი კუხიანიძე 11. გუგა ფალავანდიშვილი (ოლეგ მამასახლისი 85') 17. გიორგი გურული 19. ლევან კუტალია 22. გრიგოლ დოლიძე (ვლადიმერ კორობკა 74') 23. გიორგი ქიმაძე 77. მერაბ გიგაური (ბექა ტუღუში 63')


მკითხველის კომენტარები / 87 /
ვინც პენალტს გამეორებაზე უყურა და მაინც იძახის კონტაქტი არ იყო და მოგონილი პენალი იყოო ის უპრალოდ ბრმაა ან მაგარი უნამუსო მატყუარა. ისე ერთი მედალი კიტეიშვილს მიეცით ცოდოა ბიჭი, რაც მაგან იჩალიჩა ვერც ერთი ტორპედოელი ვერ შეედრება
sord
26 ნოემბერი 2017 20:58
11
100% სიმართლე დაწერე, მეც იგივე აზრი მაქვს. უეჭველი პენალტი იყო, აი ოთარ კიტეიშვილმა ქუთაისის ტორპედო ჩემპიონი გახადა. უსამართლობა იქნება კახა ჩხეტიანი ან როინ კვასხაძე თუ იტყვიან ქუთაისის ჩემპიონობა ჩვენი დამსახურება არისო. ასე რომ ქუთაისის ჩემპიონობა ოთარ კიტეიშვილის დამსახურებაა.
მამუკა
26 ნოემბერი 2017 22:48
14
კიტეიშვილმა შუაში დაარტყა რაც უეჭველი გოლია, უბრალოდ კავასკვაძეს გაუმართლა რომ ფეხი დატოვა.
კანმა გააკეთა ეგეთი რამ, იმის მაგირვრად რომ კიტეიშვილი შეგეცოდოთ ცინიკურად დასცინით.
ამ ბიჭზე ეს პენალტი ცუდად იმოქმედებს, იმედია გაუძლებს ფსიქოლოგიურად ამ შემთხვევას
გულშემატკივარი
27 ნოემბერი 2017 00:38
4
ყველა გამოხმაურება
ვულოცავ ტორპედოს ჩემპიონობას. მაგრამ მინდა მჯეროდეს რომ, ეს ყველაფერი ჩაწყობილი არ იყოს. მახსოვს პირველი წრე რომ დამთავრდა,ტორპედოს პრეზიდენტის ინტერვიუ წავიკითხე,სადაც ის სრული პასუხისმგებლობით პირდებოდა გულშემატკივარს ტორპედოს ჩემპიონობას.არადა დინამო მაშინ უსწრებდა 10 ქულით. დღეს რაც კოტეიშვილმა აკეთა ერთი ოქროს მედალი ტორპედოდან მასაც ეკუთვნის. რაც კარში დაარტყა ყველა გარდასახა. ბოლოს პენალტი პირდაპირ მეკარეს გაარტყა.ბოლო ტურებში ვინც ტორპედოს შეხვდა დასავლეთის კლუბები, არცერთმა ფეხბურთი არ ითამაშა.დინამომ კიდე საბურთალოსა გატეხა.იმ გუნდთან რომელსაც არანაირი მოტივაცია არ ქონდა.და ბოლოს ამ განლაგებით იხეირა ჩიხურამ.რომც ვერ მოიგოს თასის ფინალი,მაინც გადის ევროთასებზე.ძალიან მინდა ვცდებოდი და ეს ასე არ იყოს. პ.ს.მადლობა ტორპედოს 300 ლარი კი მოაგებინა:)
ალეკო
26 ნოემბერი 2017 20:00
14
ღირსეულად მოიგეს საღოლ!!! იმედია ლიგაზე შარშანდელივით არ ჩაისვრიან:) ფიფიამ კიდე ის მოიმკა რა დათესა, ორჯერ დაშალა გუნდი წელს. კაი გაახალგაზრდავება გუნდის, მაგრამ მგონი გადაამლაშა.კიტე გული არ გაიტეხო ამ ჩემპიონატში ყველაზე კლასიანი იგროკი ხარ.
opizar
27 ნოემბერი 2017 16:14
0
ღირსია ფიფია რომ გაყიდა მთელი გუნდი...თავიდან დინამო ისეთ კარგ ფეხბურთს თამაშობდა ყოველ ტურში ღირდა ყურება...გაყიდა წამყვანი ფეხბურთელები და ამხელა ჰანდიკაპი ამოუქაჩა ტორპედომ...კარგია რო ვერ გახდა დინამო ჩემპიონი, იქნებ ახლა მაინც მიხვდეს რომ არ უნდა გაყიდო დროზე ადრე წამყვანი ფეხბურთელები...ეხლა ჩაკვეტაძე და ლოჩოშვილი განაცხადშიც ვერ ხვდებიან თავის გუნდებში და იკლავენ პერსპექტივას, როგორც ბევრმა სხვამ და აქ მაგათ გარეშე
(და არამარტო მაგათ გარეშე) დინამო დაბალი დონის ფეხბურთს თამაშობდა...ძალიან სამართლიანად მოხდა რო პენალი ვერ გაიტანა, მერე ეგონებოდა ფიფიას "სწორ გზაზე" ვდგავართო :(...ერთს იძახის ეს კაცი და მეორეს აკეთებს...3 წლიანი პროექტი 6 თვეში დაშალა :(
ოთო
27 ნოემბერი 2017 10:57
0
ვულოცავთ "ტორპედოს"!!!!! ღირსეულად მოიგეს. ის დაუმსახურებელი პენალტი რომ გასულიყო სამართლიანი იქნებოდა? ჰოდა იცოდეთ ღმერთი დიდია.
gori 2
26 ნოემბერი 2017 23:17
7
VENI VIDI VICI მიველ ვნახე გავიმარჯვე. (ბრმა თუ ვერ დაინახავს, რომ გურული წააქციეს და დინამოელმა გააფორმა ჯამბაზივით)
TORPEDIUS
26 ნოემბერი 2017 21:41
2
ეს ის ტორპედო არაა თათრებთან 0-5 რო გაასხეს? რა უხარიათ ეხლა 0-10 წააგებენ ევროთასებზე ((
ტორპედო
27 ნოემბერი 2017 09:43
20
დინამომ ხომ გახია ევროპული გუნდები :D
გიორგი
27 ნოემბერი 2017 14:29
0
შენ ტორპედო არ იყო მართლაც და ... , რა გიხარია თუ რომელიმე ქართულმა გუნდა გაასხა, დინამო არ გაასხამს ყოველ 6 თვეში რომ ჰყიდის ფიფია საუკეთესო ბიჭებს კაპიკებად??? ტორპედოს რა უნდოდა ის მიიღო ფიფიამაც ზუსტად ის რაც უნდოდა
შენ ტორპედო არ იყო
27 ნოემბერი 2017 11:37
0
ყველა გამოხმაურება
კვასხვა ტყუილად არ არის ნაკრებში,მას ამ გამარჯვებაში ლომის წილი აქვს,ვულოცავ ტორპედოს და მის ფანებს ჩემპიონობას! ფორცა ტორპედო!
calciofan
27 ნოემბერი 2017 09:09
1
dinamo da torpedo orive farchaki gundebia))) ra azri aakvs vin gava pirvelze an meoreze, mainz sakartvelos saxels shearzxvenen evropul asparezze.
qomagi
26 ნოემბერი 2017 23:21
2
ქუთაისის ტორპედომ დაიმსახურა ჩემპიონობა!
წარაკუა ვაი გულშემატკივრებმა, კი სადაც საჭიროა იქ ივარგონ და არა სტადიონის დარბევაში (ცუილები და კუანები)
გიგო
27 ნოემბერი 2017 12:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული