15 წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 26 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედომ" თბილისში "დინამო" დაამარცხა 1:0 და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ გუნდები ვერ ახერხებდნენ რეალური საგოლე მომენტის შექმნას.

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, "დინამომ" კი აქცენტი დაცვაზე გააკეთა. "ტორპედომ" თბილისელთა გატეხვა 74-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის თავურით შეძლო.

მატჩის უკანასკნელ წუთებზე "დინამომ" რამდენიმეფაზიანი შეტევა დაიწყო, ჯერ შულაიას დარტყმული მოიგერია როინ კვასხვაძემ, შემდეგ კოვტალიუკი საჯარიმოში წააქციეს, ხოლო კიტეიშვილის დარტყმული პენალტი ქუთაისელთა კიპერმა მოიგერია.

საბოლოოდ მატჩი ქუთაისელებმა 1:0 მოიგეს და 15 წლის შემდეგ საქართველოს
ჩემპიონები გახდნენ.

შემადგენლობები:

თბილისის "დინამო": 1. სერგი ლიტოვჩენკო 5. ლევან გეგეჭკორი 8. ოთარ კიტეიშვილი C 9. ბექა მიქელთაძე 11. აკაკი შულაია 15. ლაშა ქოჩლაძე (ზურიკო დავითაშვილი 71') 20. ლაშა სალუქვაძე 24. დავით კობოური 27. გიორგი კუცია (მიკოლა კოვტალიუკი 87') 31. ბექა ქავთარაძე 35. გიორგი გადრანი

ქუთაისის "ტორპედო": 89. როინ კვასხვაძე C 2. ვაჟა ტაბატაძე 5. დავით ხურცილავა 9. თორნიკე კაპანაძე 10. გიორგი კუხიანიძე 11. გუგა ფალავანდიშვილი (ოლეგ მამასახლისი 85') 17. გიორგი გურული 19. ლევან კუტალია 22. გრიგოლ დოლიძე (ვლადიმერ კორობკა 74') 23. გიორგი ქიმაძე 77. მერაბ გიგაური (ბექა ტუღუში 63')


მკითხველის კომენტარები / 87 /
ვინც უფრო მოტივირებული იყო იმან მოიგო სამართლიანად. ერთი ეგაა რომ ჩემპიონთა ლიგაზე ტორპედო სავარაუდოთ პირველივე წრეში გაასხამს, დინამოს კი გაძლიერების ხარჯზე იქნება რაღაცისთვის მიეღწია.დაანარჩენი ვნახოთ აღდგომა და ხვალეო
mamuka
27 ნოემბერი 2017 03:51
7
ფიფიან სულ გაყიდა ნორმალური ფეხბურთელები. რაც დახარჯა ამოღება დაიწყო. მერამდენე ტურია დიანმო ვერ იგებდა. მოჰამედ ალიუ რომ მოიყვანეს და სკამზე იჯდა. გვენახა რას წარმოადგენდა. ფინალში უნდა ეთამაშებიბა
lado
27 ნოემბერი 2017 09:01
0
ჩაჩავას საერთოდ რა უნდა იქ?
gia
26 ნოემბერი 2017 19:40
2
დინამოს რომ მოეგო ტოტალიზატორი არ იქნებოდა ხო?
კახაბერი
26 ნოემბერი 2017 19:34
3
nagli totalizatori qvia amas
euhh
26 ნოემბერი 2017 19:08
9
ნაგლი? ფიფიას მსაჯი რომ დებს 94 წუთზე პენალს თანაც უაზრო პენალს, როდესაც იქით ჯარიმდებოდა დინამოელი, ნამდვილად ნაგლი ტოტალიზატორია, უბრალოდ გაუსხა ფიფიას საგვარეულოიანად და მთელ დინამოს ფანობასჩაგე**ათ ოცნებებში.
dddddd
26 ნოემბერი 2017 19:26
19
ყველა არაადეკვატური ხდება, მთავარია რა მიზეზით ხდებიან არაადეკვატურები ის არის გამოსაკვლევი და დასასჯელი ის ვინც არაადეკვატურობისაკენ უბიძგებს გულშემატკივრებს, უფალი დიდია და სამართალმა იზეიმა. შეეშვით ქუთაისს და ქუთაისელებს და იმ მიზეზის აღმოფხვრაზე ვიზრუნოთ რაც გულშემატკივრებს არაადეკვატურს ხდის( მიზეზი ყველასათვის ცნობილია)
givi
27 ნოემბერი 2017 15:55
4
რა მიზეზის აღმოფხვრა,სუფთა პენალტი იყო ის პენალტი,შენ ბიჭო საერთოდ ფეხბურთის აზრზე ხარ?
===
27 ნოემბერი 2017 17:30
1
ვულოცავ ქუთაის, აი დინამოს კი ვურჩევ ყოველთვის მსაჯების დახმარებით თავის გატანას ურჩევნია თამაში გვანახოს. და ფედერაციას კი ვურჩევდი, რომ დინამოს გარდა არსებობს სხვა ქალაქებიც საქართველოში .........................................
givi
27 ნოემბერი 2017 15:51
4
ტორპედოს ფანები რომ არაადეკვატურები არიან ფაქტია, მათ ჯუნგლებს ეძახიან, მაგრამ სამართლიანები არიან. პროვინციალიზმი იყო მთელი თამაში დინამოს სასარგებლოდ რომ იყო მსაჯობა. პენალტი ხო საერთოდ. ისედაც ასაეთ თამაშში ბოლო დამატებით წამზე პენალტი არ ინიშნება და აქ აშკარა ჯარიმა ვერ დაინახა მსაჯმა და უკვე წაქცეული ტორპედოელის დარღვევაზე სრაზუ პენალტი. აი ესაა და მერე გულშემატკივარია მხეცი და ვანდალი. დინამოს ფანები რას იზამდნენ ანალოგიურ სიტუაციაში? ჯერ აღარ გრცხვენიათ დინამოს მთელი ცხოვრება თრევა? მარა ღმერთი იხედება ზევიდან. სამართალმა პური ჭამა. გილოცავ ტორპედო
vaso
27 ნოემბერი 2017 15:17
2
პენალტი იყო,მაგრამ რომც არ ყოფილიყო,სტადიონი უნდა დაანგრიოთ?ღმერთი ხედავსო რომ ამბობ,ღმერთმა მოგიწოდათ დაწვით და დაანგრიეთო?ძალადობისაკენ მოგიწოდებს ღმერთი?თქვენს გლახობას სხვას და ღმერთს ნუ დააბრალებთ.ტორპედოს კი მეც ვულოცავ ჩემპიონობას.ალალიც არის.
სოსო
27 ნოემბერი 2017 15:27
1
სამარცხვინო გულშემატკივარი ყავს ქუთაისს(ყველაზე არ მაქვს საუბარი). მართლა ჯუნგლები და სამარცხვინოები არიან. მაძულებენ ქუთაისს და ქუთაისელებს. არა და მიყვარს(მიყვარდა მგონი უკვე) ეს ქალაქი.
გაბრაზებული დასავლეთელი
27 ნოემბერი 2017 09:34
9
ქუთაისელი მაგას არ იზამდა დამიჯერე,ვინც ქუთაისში ცხოვრობს ყველას ქუთაისელი არ ჰქვია.ქუთაისელობის მენტალიტეტი სულ სხვაა, ჩამობრძანდი და შენი თვალით ნახავ თუ ამ ქალაქის ძველ მაცხოვრებლებთან მოგიწევს შეხვედრა.ძალიან გთხოვ იმ მხეცების გამო ნუ გალანძღავ ჩვენს ქალაქს.
zas.
27 ნოემბერი 2017 13:14
0
სულ არ მაინტერესებს ამათი ვითომ ჩემპიონობა ევროპაზედ არ განადგურდნენ მთავარია ილუზიები დამღუპველია! მე ყოველთვის ვუგულშემატკივრწებ მაგრამ აღარ მინდა ერთუი და იგივე რა გახდება ერთი წრე რომ გაიაროს ჩვენმა გუნდმა! ვინც არ მეთანხმება თქვას! ისე იქ თუ პენალთი არ იყო!
გენო
26 ნოემბერი 2017 22:05
9
ჩაგი.GVით გამარჯვებაში
da
26 ნოემბერი 2017 20:49
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული