15 წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 26 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედომ" თბილისში "დინამო" დაამარცხა 1:0 და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ გუნდები ვერ ახერხებდნენ რეალური საგოლე მომენტის შექმნას.

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, "დინამომ" კი აქცენტი დაცვაზე გააკეთა. "ტორპედომ" თბილისელთა გატეხვა 74-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის თავურით შეძლო.

მატჩის უკანასკნელ წუთებზე "დინამომ" რამდენიმეფაზიანი შეტევა დაიწყო, ჯერ შულაიას დარტყმული მოიგერია როინ კვასხვაძემ, შემდეგ კოვტალიუკი საჯარიმოში წააქციეს, ხოლო კიტეიშვილის დარტყმული პენალტი ქუთაისელთა კიპერმა მოიგერია.

საბოლოოდ მატჩი ქუთაისელებმა 1:0 მოიგეს და 15 წლის შემდეგ საქართველოს
ჩემპიონები გახდნენ.

შემადგენლობები:

თბილისის "დინამო": 1. სერგი ლიტოვჩენკო 5. ლევან გეგეჭკორი 8. ოთარ კიტეიშვილი C 9. ბექა მიქელთაძე 11. აკაკი შულაია 15. ლაშა ქოჩლაძე (ზურიკო დავითაშვილი 71') 20. ლაშა სალუქვაძე 24. დავით კობოური 27. გიორგი კუცია (მიკოლა კოვტალიუკი 87') 31. ბექა ქავთარაძე 35. გიორგი გადრანი

ქუთაისის "ტორპედო": 89. როინ კვასხვაძე C 2. ვაჟა ტაბატაძე 5. დავით ხურცილავა 9. თორნიკე კაპანაძე 10. გიორგი კუხიანიძე 11. გუგა ფალავანდიშვილი (ოლეგ მამასახლისი 85') 17. გიორგი გურული 19. ლევან კუტალია 22. გრიგოლ დოლიძე (ვლადიმერ კორობკა 74') 23. გიორგი ქიმაძე 77. მერაბ გიგაური (ბექა ტუღუში 63')


მკითხველის კომენტარები / 87 /
პენალტი იყოოო! არ გრცხვენიათ?! აი ჯარიმა კი იყო იმ ჭიდაობაში! და პენალტი, რომ გაეტანათ ჩემპიონები იყვნენ?!
mmg
27 ნოემბერი 2017 09:22
2
ოთარ კიტეიშვილმა ქუთაისის ტორპედო საქართველოს ჩემპიონი გახადა.
ოთარ კიტეიშვილმა ქუთაისის მეკარეს ბურთი ფეხებში შეგნებულად დაუმიზნა ბოლო წუთებზე ჩემპიონობა არ მინდაო.
მამუკა
26 ნოემბერი 2017 23:15
13
10-ჯერ დაარტყი და რამდენს მოარტყამ გვანახე აბა, რა უაზრობაა
givi
27 ნოემბერი 2017 00:49
5
ჰო აბა რაა კიტეიშვილი და კვასხვაძე თურმე მთელი კვირა ვარჯიშობდნენ ასეთი რამე რომ გაეკეთებინათ, მიდი აბა მართლა 10-ჯერ დაარტყი და გადამხტარ მეკაარეს ფეხზე ბურთს თუ მოარტყამ შენ იქნები სუპერი :))))))
მამუკა-ს
27 ნოემბერი 2017 11:42
1
ქუტაისი ზირზველი ქარტული ქალაქია ტავისი ხალხიტ და მორიდებაა საწირო არიან პანატიკოსი გულსემატკივარი რომლებს სიგიჯემდი უყვარტ პეხბურტი და ტორპედო სიყვარული ისეტია კონტროლს გაკარგვინებს საკუტარ ტავზე ზნელია ამ დროს გაკიცხო ადამიანი მან სეიზლება ტავიც მოიკლას რომ წააგოს მსაჯებს მეტი სიპრტხილისკენ მოვუწოდებ ბოლო წამებზე ასეტ გადაწყვეტილებას ყოველტვის უსიამო სედეგი მოყვება გინდა ცემპიონობა პრეზე კიარუნდა იოცნებო მაქსიმუმ 2 გოლი უნდა გაიტანო საკუტარ სტადიონზე ტამასობ მასინ იკნები გირსეული ცემპიონი დინამო ვერ იყო გირსეული ვილოცავ ტორპედოს ვუსურვებ დიდ წარმატებას რატა გაახაროს მტელი საქარტველო
ledi
28 ნოემბერი 2017 10:54
0
არ ვამართლებ ფანებს ქრონოლუგიურათ ერთი 20 წელი რეფერების სიმპათია არის დინამოს მიმართ,ფესვები ამ აგრესიის იმალება ამაში.ქომაგები იყვნენ მძლავრი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ანალოგია სამშობიაროში რომ თქვან შეღეძინათ ბავშვი და 12 წუთში გამოაცხადონ ახალშობილი გარდაიცვალა. ნათესავები ხომ დალეწავენ მისაღებს. თუ ასეთი პრეცედენტები არ ყოფილა ჩვენ სტაციონარებში ვერტიკალი ეძიეთ ზევით და არა პროვინციებში რატომ ასთე ცუდათ არ იქცევიან ქობულეთში, ბათუმში, გორში, სამტრედიაში მსორი.
ქუთაისელი-2
27 ნოემბერი 2017 15:43
3
მაგარი ყანა ფანები ყავს ტორპედოს :D:D მაგარი ხისთავიანები :D:D ალბათ არც არის უმეტესობა ქუთაისელი. იქნებიან ონი, ხონი, ზესტაფონი... :D:D:D გუნდს ვულოცავ ღირსეულ ჩემპიონობას!!!
ქართველი
27 ნოემბერი 2017 14:30
2
ტორპედოს მოხუცებმა უმძიმეს ბრძოლაში დამსახურებულად მოუგეს პირტიტველა დინამოელი ბიჭების გუნდს - ეს ფაქტია.

გილოცავთ ტორპედოს ფეხბურთელებო ამ სანატრელ ჩემპიონობას 15 წლიანი პაუზის შემდეგ.

იმედია რომ ჩემპიონთა ლიგაზე თუნდაც ერთ ეტაპს გაივლით.

ამ მატჩმა აჩვენა რომ ჩემპიონატის სამივე პრიზიორი ერთი დონისააა, მაგრამ ყველაზე საიმედო და ბრძოლისუნარიანი გუნდი მაინც სამტრედიას ჰყავს, თუკი არ დაშალეს ეს შემადგენლობა.

ველოდებით თასის ფინალს.

იმედია რომ იქაც ღირსეული გაიმარჯვებს.
ანტიფეხბურთი
26 ნოემბერი 2017 21:58
3
ბოღმიანი არ უნდა იყო ადამიანი
ada
27 ნოემბერი 2017 09:10
1
თამაშის ვიდეოს როდის დადებთ?
გიორგი
26 ნოემბერი 2017 19:30
0
თამაში შეგიძლიათ გადაახვიოთ imovies.ge აირჩიეთ ტელევიზიები , შემდეგ 2 არხი და დარწმუნდით რომ პენალი იყო
ALONZO
26 ნოემბერი 2017 20:02
7
ბატონო რომან, როდის...როდის მიხვდებით რომ ფეხბურთში არაფერი გესაქმებათ, ნუთუ გსიამოვნებთ ნახევარი თბილისი რომ გლანძღავთ და გაგინებთ??? ეს კლუბი ბაბუათქვენმა ხომარ დაგიტოვათ მემკვიდრეობით რომ ვერ ელევით??? როგორც იყიდეთ ისე გაყიდეთ თუ შეიძლება და დაგვანებეთ თავი...
levani
29 ნოემბერი 2017 10:05
0
დღესვე გააგდეთ კიტეიშვილი დინამოდან"!
გივი
26 ნოემბერი 2017 19:27
20
არ ხარ სამართლიანი. შეცდომა ყველას მოსდის. ისრ მაშინ ვერც ერთ გუნდს ვერ მოუგია.
ana
27 ნოემბერი 2017 09:15
0
ჩვენს უპატრონო ქვეყანაში - მალე უკანასკნელი ქართველი, ბოლო ქართველს შეჭამს ! ... ბ-ნო კელი - როდისთვისაა დანიშნული ფინალი ?! ...
007
27 ნოემბერი 2017 12:45
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული