დაწვით აქაურობა, ამათი *** - ქუთაისელი ფანების აგრესია და გინება "ტორპედოს" გაჩემპიონების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ნოემბერს, ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, რომელსაც ჩემპიონი უნდა გამოევლინა, არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იქცევიან ქუთაისელი გულშემატკივრები.

ქუთაისელმა ფანებმა "დინამო არენაზე" სკამები დააზიანეს და სტადიონისკენ ისროლეს, ხოლო ვიდეოს ავტორი "იქაურობის" დაწვისკენ მოუწოდებს ფანებს.

გაფრთხილებთ, ვიდეოში ისმის გინება და არანორმატიული ლექსიკა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "ტორპედოს" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 111 /
რა დაწვით, რის დაწვით!.. ქუთაისელებო, თქვენ ქართველები არა ხართ?!
რატომ უნდა დაწვათ, თბილისი საქართველო არ არის და ქუთაისია მარტო საქართველო?!!!...
Zaza
27 ნოემბერი 2017 12:31
0
ეხლა გაგახსენდა მარტო თბილისი რომ არაა საქართველო?
999
28 ნოემბერი 2017 09:25
2
თემურ-ლენგი ხარ თუ ჯალალედინი? რო იძახი დაწვითო. რა უნდა დაწვათ თბილისი? თუ სტადიონი, ისედაც ჭაობშია ჩაფლული ფეხბურთი, გაერთიანდით მთელი ქვეყანა და ერდათ უშველოთ ფეხბურთსაც და ქვეყანასაც, რით ვეღარ გაძეხით ერთმანეთის ხოცვით და ჭამით. ცოტა გყვავს მტერიიიი?
goga
27 ნოემბერი 2017 17:33
0
აბა მეტს რას ელოდით ვარავსკოი გაგების სამშობლოდან ? :) გარეთ მხდალი , შინ ძლიერი !
abcdefgh
27 ნოემბერი 2017 17:32
6
რა უნდა საქონლებს ტრიბუნაზე?საქონელი ბაგაზე ვიცი მე!
tazo
27 ნოემბერი 2017 17:27
1
ჩამოდით,ჩამოდით და მერე იძახიან ამათი შვილები თბილისელები ვართო, მეტის ღირსები ვართ თბილისელები.ფუი
noe
27 ნოემბერი 2017 15:41
5
არ მაფარდებს ცენზურა ესენი არიან ცხოველები რა უნდა ამათ პოვნას პოლიციის მიერ ისე უნდა დასაჯო სხვას აღარ მოუნდეს :) ეს ოფიციალური ფანკლუნი იქნება აბა სხვადასხვა სექტორში იჯდნენ?
ნოდო
27 ნოემბერი 2017 12:11
0
ფეხბურთის გულშემატკივარი რომელიც იტყვის თბილისი დაწვითო ის ადამიანი აღამამაჰმადხანია. დიახ ერთი ქუთაისელი აღამაჰმადხანი ყვიროდა დაწვით აქაურობაო.
მამუკა
28 ნოემბერი 2017 23:24
1
ბევრი ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანი დადის ამ ქვეყანაზე, როცა რაღაც გაუგებარ როლებში იჭრება, ის ამ დროს მკვლელობასაც ჩაიდენს. მიზეზი საკუთარი ცხოვრების არ ქონაა. უმიზნოდ ცხოვრება და ცხოვრების არსის გაუგებლობა. ასეთი ადამიანები ბრბოს უხდებიან. სტადიონზე ბევრჯერ ვყიფილვარ, ჩემი საქციელებიც გამიცნობიერებია და ბევრი სხვებისაც მინახია. როგორი უსამართლობაც არ უნდა მოხდეს სტადიონზე. ემოციების გამოხატვა ნორმალურია, მაგრამ გატეხო, გაანადგურო, დაწვა და ესროლო, ეს უბრაალოდ დანაშაულია.... ნორმალურ ქვეყნებში, ასეთებს აჯარიმებენ, სხვადასხვა სასჯელით, ალაგებინებენ სტადიონს, ან კიდევ გარკვეული დროით უკრძალავენ თამაშზე დასწრებას.... ადამიანს ჭკუას თუ არ ასწავლი იგივეს გააგრძელებს!!!
ლევანი
02 დეკემბერი 2017 09:27
1
ტორპედოს და ნაღდ ქუთაისელებს ვულოცავ ჩემპიონობას! რაც შეეხება ამ ქომაგს ვინც ამას ყვირის და იმათ ვინც სკამები ამტვრია, ეგენი ყველა ისეთივე არაკაცები არიან, როგორიც კორკოტა და მაგის ბანდა, ქუთაისს, რომ აგინებდნენ! ქუთაისი, თბილისიც და დანარჩენი საქართველოც ჩემი სულის და გულის ნაწილია! ტორპეოს ლიგაზე და დინამოს, სამტრედიას და საბურთალოს უეფაზე წარმატებებს ვუსურვებ! ვქომაგობთ საქართველოს!
თბილისელი
27 ნოემბერი 2017 13:01
3
აი ძალიან ბანძები ხართ ქუთათურები! ამ ქცევაზე კიდევ არაფერს ვიტყვი. თბილისი სხვა სახელწიფოა და ქუთაისი სხვა? ვაი თქვენ თავებს!
ნინო
28 ნოემბერი 2017 11:45
7
1996 წლიდან 2003 წლამდე ტორპედოს სტადიონზე დავდიოდი სანამ ქუთაისიდან არ წამოვიდოდი. მაგრამ ასე არასდროს მოვქცეულვართ არსად. რას ნიშნავს ეს ვერ ვხვდები. სანქციები უნდა დააკისრონ ყველას.
გოგი
27 ნოემბერი 2017 12:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული