ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ინფორმაციას "ლოკომოტივი" მოგვიანებით გაავრცელებს.
დევდარიანი "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი 2016 წლის ოქტომბერში, გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გახდა.
2017 წლის ეროვნული ლიგის გათამაშება "ლოკომოტივმა" მე-6 პოზიციაზე დაასრულა. დევდარიანის გუნდმა 53 ქულა მოაგროვა.
"ლოკომოტივი" მადლობას უხდის გიორგის გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.
მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით
ნორმალურ გუნდში ამ ყველაფრის მიზეზებს დეტალურად გააანალიზებდნენ და მწვრთნელთან ერთსდ სხვებსაც დაემშვიდებოდნენ.