გიორგი დეკანოსიძე: თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის!

AutoSharing Option
გიორგი დეკანოსიძე "თელავის" მთავარი მწვრთნელია. კლუბმა წელს, მისი ხელმძღვანელობით, ეროვნულ ლიგა 2-ში გადაინაცვლა.

საინტერესოა, რა მდგომარეობაა კახეთში ფეხბურთის განვითარების მხრივ, როგორი დონეა მე-3 ლიგაში და რას გეგმავენ თელავური კლუბის ხელმძღვანელები.

ამ ყველაფერზე გიორგი დეკანოსიძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო გიორგი, როგორი მდგომარეობაა მე-3 ლიგაში? ფეხბურთელები, ინფრასტრუქტურა და ა.შ...
- ინფრასტრუქტურის მხრივ, რა თქმა უნდა, პრობლემებია. არიან ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც უკეთეს დონეზე თამაში შეუძლიათ. თუნდაც, ჩვენი გუნდიდან U20-ში იყო ილია ბერიაშვილი, U-21-ში კი -ნიკოლოზ ბაშალეიშვილი. მათ გარდაც არიან პერსპექტიული მოთამაშეები.

- ფედერაციის დაფინანსებაზე
თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა თანხით აფინანსებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მე-3 ლიგის გუნდებს?

- ზუსტად ვერ გეტყვით, ფონდიდან რამდენი მოდის. როგორც ვიცი, 250 ათასი ლარია.

- კახეთში ფეხბურთის განვითარებაზე რომ გვითხრათ, "თელავის" გარდა, კიდევ რომელი გუნდები ასპარეზობენ კახეთში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები რა დახმარებას უწევენ მათ?
- დაახლოებით, 8-9 წლის განმავლობაში თელავში ფეხბურთი თითქმის არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც სიტუაციას ხელი შოთა გრიშიკაშვილმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ მოკიდეს, შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთი გაცოცხლდა. მათ ყველაფერი ნულიდან დაიწყეს. გაარემონტეს საცხოვრებელი, სადაც ჩვენი ფეხბურთელები ცხოვრობენ.

ყველაფერი თავისი ხარჯებით გააკეთეს და იმედი მაქვს, ეს პატარა წარმატება კახეთში ფეხბურთს უფრო გამოაცოცხლებს და შესაბამისად, უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება.

კახეთი ძალიან მაგარი და ძლიერი მხარეა. ამ ხალხს ერთი წარმატებული გუნდი ეკუთვნის. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად დაუდგება გვერდით ამ ხალხს როგორც ფედერაცია, ისე სახელმწიფო.

- ბავშვთა ფეხბურთზე რომ გვითხრათ... არის თუ არა კახეთში გახსნილი საფეხბურთო წრეები?
- ფედერაციამ ლაგოდეხში ბაზა განაახლა, რაც ძალიან კარგია. ასევე საფეხბურთო სკოლა ფუნქციონირებს თელავშიც. ჩემი აზრით, დიდი გუნდის არარსებობის გამო იმდენად დიდი არ იყო ფეხბურთის მიმართ ინტერესი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი მცირე წარმატება ამ ყველაფერს შეცვლის.

- გიორგი არაბიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი ფეხბურთელი იჩაგრება და ბევრ უსამართლობას ხედავს. თქვენ თუ გსმენიათ მსგავსი ფაქტი და რას იტყოდით არაბიძის განცხადებაზე?
- მე პირადად არ გამიგია. ოღონდ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდეს და მწვრთნელმა კარგ ფეხბურთელზე უარი როგორ უნდა თქვას. "დინამოს" აკადემიაშიც და "საბურთალოშიც", დამიჯერეთ, ორივე კლუბი ცდილობს, ნიჭიერი ფეხბურთელი იპოვნოს და განავითაროს.

- "თელავი" მე-2 ლიგაში გადავიდა. რას აპირებს გუნდი სამომავლოდ და იბრძოლებთ თუ არა უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად?
- რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ! ხელმძღვანელობა, ფეხბურთელები, მწვრთნელები... უამბიციონი არ არიან. თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის და ამიტომ კლუბი ზევით უნდა ავიდეს და თავისი სიტყვა თქვას!
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ არის სწორი კახეთს გუნდი ეკუთვნის უმაღლეს ლიგაში,ბათუმელი ვარ,ბათუმის დინამო არასწორი მენეჯმეტის გამო გავარდა უმაღლესი ლიგიდან დამსახურებულადაც,უნდა გაიყიდოს ყველა კლუბი გადავიდეს კერძო მფლობელობაში,უმაღლეს ლიგაში უნდა ითამაშოს ძლიერებმა არ აქვს მნიშვნელობა აჭარიდან იქნება გუნდი თუ სხვა კუთხიდან და ერთჯერ და სამუდამოდ შეწყდეს სახელმწიფოს დაფინანსება გუნდების ხელშეწყობა კი ბატონო დაფინანსება არა კერძო ბიზნესი და დამთავრდა ნუ თელავს წარმატებები რა თქმა უნდა გამარჯვებებით გევლოთ.
გოჩა
10 აპრილი 2018 22:39
0
თავისთავად არავის არაფერი არ ეკუთვნის. ვინც ხელს გაანძრევს და საქმეს უკეთესად გააკეთებს, მაღალ ლიგაშიც ის ითამაშებს. წარმატებებს ვუსურვებ თელავს!
კოტე
10 დეკემბერი 2017 00:13
0
ara tkven rogor gagigiat dachagvraze marto arabas gaugia:)))))
!!!!!!
08 დეკემბერი 2017 15:26
1
კაი ბატონო, წარმატება თელავს, თუმცა ტრადიციულად ვერა და ვერ ჩამოყალიბდა კახეთი საფეხბურთო ცენტრად. მაშინ როცა დასავლეთ საქართველოს რამოდენიმე გუნდი ყავდა სსრკს დროს სხვადასხვა ლიგებში, კახეთს არასოდეს ყოლია. ისევ ჭიდაობას რომ მიაწვეთ არა? თუმცა ფეხბურთშიც გისურვებთ წარმატებას, ვინ მამაძალი, რაზეა საუბარი...
ლადო
08 დეკემბერი 2017 13:35
4
ლაშა,ბარემ ისიც დაგეწერა,როგორაა დაკომპლექტებული გუნდი,ადგილობრივია ბირთვი, თუ მაინც მოწვეული ფეხბურთელებს ეყრდნობა ძირითადად.ალბათ ყველასათვის საინტერესო იქნება.ისე კი ვულოცავ კახეთს გამარჯვებას,ეს მართლაც დიდი ბიძგი იქნება ადგილობრივი ფეხბურთის განვითარებისათვის.
სოსო
08 დეკემბერი 2017 12:37
0
სულითა და გულით ვულოცავთ თელაველებს!!!!მალე უმაღლეს ლიგაში გადასვლაც მიგველოცოს.
gori2
08 დეკემბერი 2017 12:24
0

სიახლეები პოპულარული