რამდენი ფული მიიღეს ქართულმა კლუბებმა ფეხბურთის განვითარების ფონდისგან 2017 წელს

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია საფეხბურთო კლუბების 2017 წლის 18 დეკემბრისთვის მიღებული დაფინანსების შესახებ.

ფონდმა გამოაქვეყნა როგორც საბაზისო, სტიმულირების კალათა, ასევე ჩემპიონატისა და საქართველის დავით ყიფიანის სახელობის თასისა და სუპერთასის პრემიალური ფონდებიდან მიღებული თანხები.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსება განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმებით: საბაზისო დაფინანსება განსაზღვრულია იმის მიხედვით, გუნდი რომელ ლიგაში მონაწილეობს.

სტიმულირებისას გათვალისწინებულია, კლუბი დამატებით სპონსორებისგან ან საკუთარი რესურსით რა სახსრებს მიიზიდავს, პრემიალური კი შედეგებზეა დამოკიდებული.

საერთო ჯამში, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2017 წელს ოთხ ქართულ საფეხბურთო
ლიგაში გადანაწილებული 80 კლუბის დაფინანსებაზე დახარჯა 31 860 686 ლარი.

აქედან საბაზისო დაფინანსება 23 791 457 ლარია, სტიმულირების დაფინანსება - 2 582 669 ლარი, ჩემპიონატის პრემიებზე 5 070 600 ლარი დაიხარჯა, ხოლო თასის პრემიებზე - 410 000 ლარი.

ეროვნული ლიგის კლუბებმა ჯამში 15 825 679 ლარი მიიღეს, ყველაზე მეტი კი არა ჩემპიონმა ქუთაისის "ტორპედომ", არამედ მეორეადგილოსანმა თბილისის "დინამომ" მიიღო. მისი პირველობა სტიმულირების თანხიდან გამომდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის "ტორპედოს" შეძენის დროს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვით, ახალ მფლობელს, ამ შემთხვევაში ზაალ ჩაჩავას, კლუბში 2017 წელს პირდაპირი ინვესტიციის სახით 500 000 ლარი უნდა მიეტანა, მაგრამ როგორც ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩანს, "ტორპედომ" მხოლოდ 110 000 ათასის ინვესტიცია განახორციელა.


კლუბები ჩადებული ინვესტიციის ოდენობის თანხას ფონდისგან იღებენ. მაგალითად, თუ თბილისის "დინამომ" 400 000-იანი ინვესტიცია განახორციელა კლუბში, ის ფონდისგან 400 000 ლარს მიიღებს; თუ ბათუმის "დინამომ" ინვესტიციის სახით 195 000 ლარი ჩადო კლუბში, იმავე თანხას ფონდისგან მიიღებს. ფონდის სტიმულირების თანხის ზღვარი კი 400 000 ლარია. ანუ შესაძლოა კლუბმა მილიონი ლარი ჩადოს ინვესტიციის სახით, მაგრამ ფონდისგან 400 000 ლარზე მეტს ვერ მიიღებს.

Sportall.Ge
ეროვნულ ლიგა 2-ში ყველაზე მეტი, 1 036 500 ლარი ჩემპიონმა "რუსთავმა" გამოიმუშავა.

Sportall.Ge





Sportall.Ge
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 25 /
როგორ გვიყვარს სხვისი ხელით ეკლიანი ვარდების კრეფა. იმას კი არ იტყვის გულშემატკივარი რომ სტადიონზე არ დადის და ₾2 არ იხდის ბილეთში. ინგლისის ჩემპიონატის დონე უნდათ, მაგრამ ₾2 გადახდა ბილეთში არ უნდათ. და საიდან უნდა მოიტანონ კლუბებმა ფული თუ ბილეთი არ გაიყიდა? ქათამი და კვერცხის სიტუაცია არის. გულშემატკივარი არ მიდის სტადიონზე, რადგან ₾2 ენანება, ინვესტორი ფულს არ დებს ფეხბურთში, რადგან მისთვის ეს წყალში გადაყრილი ფულია. ასე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს ქართული ფეხბურთი.
ლუკა
00:00 24-12-2017
0
არ გრცხვენიათ რომ ბლოკავთ კორეკტულ მოსაზრებებს?>
cenzuraaaaaaaaaaa
21:03 23-12-2017
0

სიახლეები პოპულარული