რამდენი ფული მიიღეს ქართულმა კლუბებმა ფეხბურთის განვითარების ფონდისგან 2017 წელს

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია საფეხბურთო კლუბების 2017 წლის 18 დეკემბრისთვის მიღებული დაფინანსების შესახებ.

ფონდმა გამოაქვეყნა როგორც საბაზისო, სტიმულირების კალათა, ასევე ჩემპიონატისა და საქართველის დავით ყიფიანის სახელობის თასისა და სუპერთასის პრემიალური ფონდებიდან მიღებული თანხები.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსება განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმებით: საბაზისო დაფინანსება განსაზღვრულია იმის მიხედვით, გუნდი რომელ ლიგაში მონაწილეობს.

სტიმულირებისას გათვალისწინებულია, კლუბი დამატებით სპონსორებისგან ან საკუთარი რესურსით რა სახსრებს მიიზიდავს, პრემიალური კი შედეგებზეა დამოკიდებული.

საერთო ჯამში, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2017 წელს ოთხ ქართულ საფეხბურთო
ლიგაში გადანაწილებული 80 კლუბის დაფინანსებაზე დახარჯა 31 860 686 ლარი.

აქედან საბაზისო დაფინანსება 23 791 457 ლარია, სტიმულირების დაფინანსება - 2 582 669 ლარი, ჩემპიონატის პრემიებზე 5 070 600 ლარი დაიხარჯა, ხოლო თასის პრემიებზე - 410 000 ლარი.

ეროვნული ლიგის კლუბებმა ჯამში 15 825 679 ლარი მიიღეს, ყველაზე მეტი კი არა ჩემპიონმა ქუთაისის "ტორპედომ", არამედ მეორეადგილოსანმა თბილისის "დინამომ" მიიღო. მისი პირველობა სტიმულირების თანხიდან გამომდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის "ტორპედოს" შეძენის დროს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვით, ახალ მფლობელს, ამ შემთხვევაში ზაალ ჩაჩავას, კლუბში 2017 წელს პირდაპირი ინვესტიციის სახით 500 000 ლარი უნდა მიეტანა, მაგრამ როგორც ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩანს, "ტორპედომ" მხოლოდ 110 000 ათასის ინვესტიცია განახორციელა.


კლუბები ჩადებული ინვესტიციის ოდენობის თანხას ფონდისგან იღებენ. მაგალითად, თუ თბილისის "დინამომ" 400 000-იანი ინვესტიცია განახორციელა კლუბში, ის ფონდისგან 400 000 ლარს მიიღებს; თუ ბათუმის "დინამომ" ინვესტიციის სახით 195 000 ლარი ჩადო კლუბში, იმავე თანხას ფონდისგან მიიღებს. ფონდის სტიმულირების თანხის ზღვარი კი 400 000 ლარია. ანუ შესაძლოა კლუბმა მილიონი ლარი ჩადოს ინვესტიციის სახით, მაგრამ ფონდისგან 400 000 ლარზე მეტს ვერ მიიღებს.

Sportall.Ge
ეროვნულ ლიგა 2-ში ყველაზე მეტი, 1 036 500 ლარი ჩემპიონმა "რუსთავმა" გამოიმუშავა.

Sportall.Ge





Sportall.Ge
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 25 /
როგორ გვიყვარს სხვისი ხელით ეკლიანი ვარდების კრეფა. იმას კი არ იტყვის გულშემატკივარი რომ სტადიონზე არ დადის და ₾2 არ იხდის ბილეთში. ინგლისის ჩემპიონატის დონე უნდათ, მაგრამ ₾2 გადახდა ბილეთში არ უნდათ. და საიდან უნდა მოიტანონ კლუბებმა ფული თუ ბილეთი არ გაიყიდა? ქათამი და კვერცხის სიტუაცია არის. გულშემატკივარი არ მიდის სტადიონზე, რადგან ₾2 ენანება, ინვესტორი ფულს არ დებს ფეხბურთში, რადგან მისთვის ეს წყალში გადაყრილი ფულია. ასე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს ქართული ფეხბურთი.
ლუკა
24 დეკემბერი 2017 00:00
0
არ გრცხვენიათ რომ ბლოკავთ კორეკტულ მოსაზრებებს?>
cenzuraaaaaaaaaaa
23 დეკემბერი 2017 21:03
0
თბილისის ,,დინამომ,, ფეხბურთის განვითარების ფონდიდან, სახელმწიფოსგან(!) მიიღო 2 მლნ ლარამდე!პრაქტიკულად-საქართველოს მოქალაქეებმა(!) თბილისის,,დინამო,,დააფინასეს 2 მლნ.ლარით!..განვითარების ფონდიდან მიღებული თანხით მოხდება გუნდის განვითარება?..მომავალ სეზონში იქნება უფრო ძლიერი თბილისის,,დინამო,,?!...რა მიზანს ისახავს გუნდი ევროლიგაში?...მიზანი იქნება ჯგუფი თუ ,,ოლიმპიური,,მონაწილეობა ,,გალოჩკისთვის,,?!...ქვეყნის სირცხვილია სახელოვანი,ერის სიამაყე(უკვე ლამის,,უხსოვარ,,დროს) კლუბის დღევანდელი მდგომარეობა...პ.ს. იგივე ეხება ქართულ კლუბებს,მაგრამ განსაკუთრებით მათ,რომლებმაც ზაფხულში ევროტურნირებზე უნდა წარადგინონ საქართველო !
ზაზა
22 დეკემბერი 2017 13:35
1
კომენტარი დავწერე, მაგრამ არ გაუშვით. უშუალოდ ტორპედო2 მდე 50 ათასიდან რამდენი მივიდა, დაინტერესდეს ვინმე. ბიჭებს ვარჯიშზე სამგზავრო ფულს სესხულობდნენ, კვება არ ჰქონდათ, თავისი ბურთები და სათამაშო ფორმა
gushindeli
22 დეკემბერი 2017 11:29
0
რამოდენიმე კითხვას მოვფენ ნათელს თქვენის ნებართვით :) შედეგი ? შედეგი ის არის, რომ ის ფული რაც წინა 25 წლის განმავლობაში იხარჯდებოდა და იყო ამაზე მეტი, და კაციშვილმა არ ვიცოდით რაში იხარჯებოდა, როგორ იხარჯებოდა და რომელი გამგებელი როგორ განაგებდა ამ ფულს, სად რამდენი "მკვდარი სული" იყო დასქმებული, ხოლოეხლა არის გამჭირვალე და ნებისმიერს შეგვიძლია ვნახოთ თუ რაში ხარჯავენ, ასვე ის რომ მეტნაკლებად ყველა გუნდი სახელმწიფოსაგან თანაბარ პირობებშია, იმის გამო ვერ დაიჩაგრება კლუბი, რომ სხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თავის კლუბს 5 მილიონს დაახარჯავს, ხოლო თანაბარ პირობებში გამოჩნდა კიდეც თუ რომელლ მმართველს რისი თავი აქვს და როგორ მოდიოდნენ აქამდე. კიდე ის რომ თუ ნამდვილი გულშემატკივრები ვართ ჩვენი კლუბის ,მივიდეთ და მოვთხოვთ პასუხი იმ შედგზე რაც აჩვენეს, ამ მოანაცემების მერე ხომ ვერ დაიწყებენ წუწუნს თანხა არ გვქონდა და ა.შ.
რაც შეეხება ჩაჩავას და ტორპედოს, რამდენი დააბანდა კლუბში გამოჩნდება მას მერე რაც წელი დაიხურება და სრულ ანგარიშს წარადგენენ, ეგ მხოლოდ ნაწილია იმისა რაც მან წლის განმავლობაში ჩადო კლუბში, თორე ვინმეს ილუზია გაქვთ რომ დინამომ და ლოკომოტივბმა მხოლოდ 400000 ლარი დახარჯეს ? უბრალოდ იმ პერიოდისთვის როდესაც მოხდა მოზიდული თანხების სტიმულირება, მათ არ ქონდათ მეტი თანხა მოზიდული.
კიდე მინდა ვთქვა, ვითხოვთ რომ გვქონდეს კარგი შედეგი, ძლიერი გუნდები, მაგრამ ამასტანავე ვაპროტესტებთ კლუბში დახარჯულ მილიონ ლარს, რაც ზღვაში წვეთია ევროპულ მაჩვენებლებთან შედარებით, ამიტომ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ნუ ვაკეთებთ, ეს ის რესურსია რითაც შეუძლია სახელმწიფოს ამჯერად მხარჯ დაუჭიროს ფეხბურთს, ფეხბურთის პოპულარიზაციას და მის შენარჩუნებას, და როგორც ცხრილიდან ჩანს თითქმის ყველა რაიონშია კლუბი. ვერ ადგება სახელმწიოფო და ამ ოდენობის ფულით ერთ ლუბს ვერ დააფინანსებს. ხოლო ეს რაც ეხლა ხდება და განსაკუთრებით კი ჩემპიონატის და პლეიფოის ბოლო ტურებმაც დაადასტურა, ფეხბურთი კვლავ გვაქვს და მაყურებლსაც აინტერესებს.
რათქმაუნდა საინტერესოა რ თანხას ხრჯავენ სხვა სპორტის სახეობებიც, საკლუბო დონეზე და იმედია გამოქვეყნდება ეს ანგარიშიც. სულ ეს მინდოდა მეთქვა.
dave
22 დეკემბერი 2017 10:57
2
მაგ ზღაპრები ბებიას მოუყევი. კარგად ჩაიხედონ, როგორ იხარჯება ხალხის ფული აფერისტების ხელში
dagenacvle
22 დეკემბერი 2017 11:21
2
ფედერაციაში მუშაობ?
dave dagenacvle
22 დეკემბერი 2017 11:17
3
უვარგისი ფეხბურთელები,უვარგისი კლუბები,უვარგისი ფედერაცია,რაში ყრის ბიუჯეტრის ფულს უვარგისი მთავრობა?!
888
22 დეკემბერი 2017 09:57
1
რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს?სიმართლე საქმეს წაადგება თქვენ რას კარგავთ?
gaga
22 დეკემბერი 2017 04:30
0
ჩაჩავა არის იღბლიანი აფერ...ქალაქის მერიის და ფონდის მხარდაჭერილი გუნდი და ვინც იყო წინა ხემძღვანელობა იმათ გაკეთებულ საქმეს მოჰკიდა ხელი და დაუმსახურებლად მედალი ჩამოიკიდა,აბა სამართალი სად არის მილიონებს ხარჟავს ფიფიას და სვები და ფონდის დაფინასებულ გუნდში 110 000ლარი ჩადო და ჩემპიონობა მიიბრალა თავის ავზე..ცნობისატის ეს მხოლოდ 42 000დოლარია..ხოლო ის ვინც ეს გუნდი შეკმნა და გზაზე დააყენა არადამიანურად გუნდიდად გაუშვა..
gaga
22 დეკემბერი 2017 03:29
1
იღბლიანია ნაღდად. ტყუილების გარდა არაფერი იცის, არაფერი დამსახურება მაგას არ აქვს გუნდის წარმატებაში. 5 მილიონს მოვიზიდავო, ბაზას გავარემონტებო, აკადემიას გავხსნიო, ძლიერ ლეგიონერებს დავამატებო. როდის? ვირი ხეზე რომ ავა?
gigi
22 დეკემბერი 2017 11:03
0
რაგბის ფედერაციას მთლიანად მაგის მესამედი აქვს წელიწადში, კლუბების და ნაკრებებისთვის ერთად აღებული და იმასაც ამადლიან. თან ამ ფულით უამრავ ნიჭიერ მორაგბეს ზრდიან. ესენი კიდე მილიონებს იღებენ, ერთ ნორმალურ ბავშვს ვერ ზრდიან და ფარერებთან აგებენ....
Torr
22 დეკემბერი 2017 03:08
0
ტორპედოდან ფალავანდიშვილი წასულა და ეს არის გუნდს გავაძლიერებთო. უკვე არაფრის აღარ მჯერა
დათოია
21 დეკემბერი 2017 19:49
0
გუგას წასვლა არაფერია, ტორპედოს მფლობელმა მხოლოდ 110 000₾ დაახარჯა იმ საკუთარ კლუბს, რომელსაც სახელმწიფო 1 მილიონი ლარით უფინანსებს და თქვენ გინდათ რაიმე შედეგებს ელოდოთ ქართულ ფეხბურთში? :)
haha :)
21 დეკემბერი 2017 23:17
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული