გიორგი რეხვიაშვილი "საბურთალოში" ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი რეხვიაშვილი დედაქალაქურ "საბურთალოს" თურქეთში შეუერთდა და ახალ კლუბთან ერთად დაიწყო მზადება.

გეცოდინებათ, რომ ბოლოს რეხვიაშვილი "ლოკომოტივში" თამაშობდა.

ახალწვეულმა შემდეგი განაცხადა:

"მოხარული ვარ "საბურთალოში" გადმოსვლით. შთაბეჭდილებები დადებითია. უმეტესობას ვიცნობ, ბევრთან ვმეგობრობ. მათგან ვიცი, რომ "საბურთალოში" კარგი გარემო სუფევს. კლუბს ჰყავს კვალიფიციური მწვრთნელი, აქვს საინტერესო ვარჯიშები. ყველაფერია იმისათვის, რომ ფეხბურთი ითამაშო და შედეგი აჩვენო.

"საბურთალო" გუნდურ, სწრაფ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს, რაც ძალიან მომწონს. ჩვენ შორის წლების წინაც იყო საუბრები, მაგრამ შეთანხმება მხარეებს შორის ახლა მოხდა.

"საბურთალო"
პროგრესირებადი კლუბია, სწორ გზაზე დგას და განვითარებას განაგრძობს. წლეულს, მინიმუმ სამეულში უნდა მოვხვდეთ, კარგი შემადგენლობაა შეკრებილი.

რაც შეეხება გასულ წელს, "ლოკომოტივში" ნორმალური სეზონი მქონდა. თავიდან კარგად დავიწყეთ, თუმცა ბოლოში რაღაც დაგვაკლდა. ეროვნული ლიგა ძალებს იკრებს. ვფიქრობ, წლეულს კიდევ უფრო საინტერესო ჩემპიონატი გველის, რადგანაც გუნდები საგრძნობლად გაძლიერდნენ.

ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს ყოფილ კლუბ "ლოკომოტივს" მადლობას გადავუხდი. მადლობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და ხელმძღვანელებს".

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მე-7 ახალი ფეხბურთელია "საბურთალოსთვის" ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ.

"საბურთალოს" "ფეისბუქგვერდი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული