კახა ჩხეტიანი: არის საკითხები, რითაც უკმაყოფილო დავრჩი

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, კლუბმა ორი ფეხბურთელი დაიმატოს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- დასრულდა თურქული შეკრება და რამდენიმე საკონტროლო მატჩიდან დასკვნების გამოტანაც შესაძლებელია - რა მდგომარეობაშია ახლა გუნდი?
- შეკრების დანიშნულება გუნდის და მოთამაშეთა ტაქტიკურად და ფიზიკურად მომზადებაა, სეზონს კარგად რომ შევხვდეთ. რაღაცები კარგად გამოვიდა და დავხვეწეთ, მაგრამ არის საკითხები, რითაც უკმაყოფილო დავრჩი და წინსვლა აუცილებელია.

- მაგალითად?
- ის, რომ სამ შეხვედრაში გოლი ვერ გავიტანეთ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით.
ანუ პოზიტივი არის, მაგრამ ვერ გაგვაქვს. იმედი მაქვს, ამას ოფიციალურ თამაშებში მოვახერხებთ.

- გუნდს რომ გაძლიერება სჭირდება, ეს აშკარაა. ახალი ფეხბურთელების დამატება ვეღარ ხერხდება?
- სხვათა შორის, ჯერ დაკომპლექტება არ დაგვისრულებია და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება. შესაძლოა, უახლოეს პერიოდში კონტრაქტი კიდევ ორ ფეხბურთელთან გავაფორმოთ. ეგაა, მაღალი დონის მოთამაშის დამატებას შესაბამისი ანაზღაურებაც სჭირდება, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა საამისოდ ყველაფერს აკეთებს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 3 /
ori normaluri fexburtelis mokvana tu ar sheuzlia tkven mepatrones, aba ras azlevdit am gunds))) faktiurad isev is gundi darcha trechintan shin da garet 8 goli rom gaushva, soflis chempionatshi tu chempionebi gaxdit eg ar gagikvirdet))))
qomagi
17:21 21-02-2018
0
წელს არის შარშანდელი ტორპედო უფრო დაბერებული.
მორწვი ან მარწყვი ერთი ოხერია
17:54 21-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული