ეროვნული ლიგის ბომბარდირთა სამეული ასე გამოიყურება:
ბუდუ ზივზივაძე (დინამო) - 6 გოლი, გიორგი გაბედავა ("ჩიხურა") - 6 გოლი, ოთო კიტეიშვილი ("დინამო") - 5 გოლი.
საგოლე გადაცემებში ლიდერების სია ასეთია: ოთო კიტეიშვილი (დინამო) - 5 პასი, დავით რაჟამაშვილი (დილა) - 4 პასი, ლეანდრო რიბეირო (დილა) - 3
ყველაზე შედეგიანი ლეგიონერები გორის "დილაში" თამაშობენ: ალვინ ფორტესი - 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა, ლეანდრო რიბეირო - 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.
ყველაზე შედეგიანი მცველი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ლევან ხარაბაძეა: სამი საგოლე გადაცემა და ერთი გოლი. ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველი ოთო კიტეიშვილია: 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა. ყველაზე შედეგიანი ფორვარდები - გიორგი გაბედავა (ჩიხურა) და ბუდუ ზივზივაძე (დინამო), 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.
ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ გუნდში საუკეთესო ლევან კუტალიაა - 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.
ცხრა ტურის შემდეგ 5 ფეხბურთელს აქვს წითელი ბარათი მიღებული (ზურაბ არზიანი, ლაშა თოთაძე, გიორგი გაბულოვი, ლუკა რაზმაძე, გიორგი გაბაძე). ყველაზე მეტი, 4 ყვითელი ბარათი სამ ფეხბურთელს აქვს მიღებული (ბორის მახარაძე, ლაშა გოგონაია, გიორგი დათუნაიშვილი).
ყველაზე მეტი გოლი მიმდინარე გათამაშებაში თბილისის "დინამოს" აქვს გატანილი - 19 გოლი. ყველაზე ცოტა ბურთი გაშვებული "ჩიხურასა" და "საბურთალოს" აქვთ - 6-6 გოლი. ყველაზე მეტი გაშვებული ბურთი "ლოკომოტივსა" და "კოლხეთს" აქვთ - 21-21 გოლი.
ყველაზე უხვგოლიანი მატჩი პირველ ტურში შედგა: საჩხერის "ჩიხურამ" 6:1 გაანადგურა "კოლხეთი". ამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა გიორგი გაბედავამ.
ყველაზე მეტი შეხვედრა თბილისის "ლოკომოტივმა" წააგო - 7 თამაში, ყველაზე ცოტა "ჩიხურამ" და "დილამ" - თითო თამაში. ყველაზე მეტი შეხვედრა "საბურთალომ" მოიგო - 7 თამაში, ყველაზე ცოტა "ლოკომოტივმა" და "სამტრედიამ" - თითო თამაში.