"დინამო თბილისი": რა საჭირო იყო გამოძიების დაწყება?

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-9 ტურის მატჩი გორის "დილასა" და "დინამო თბილისს" შორის ინციდენტით დასრულდა.

შსს-ს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაც აქვს დაწყებული.

რა მოხდა გორში და რა გახდა კონფლიქტის დაწყების მიზეზი, Sportall.ge "დინამოს" პრესატაშე ირაკლი ბუხალის დაუკავშირდა.

"რატომ მოხდა ინციდენტი? მიკოლა კოვტალიუკმა იუხეშა ბულისკერიაზე. მერე ლაშა თოთაძემ უთხრა, რომ ბოდიში უნდა მოეხადა, უკრაინელმა კი ანიშნა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებდა.

თავად ტრიბუნაზე რაც მოხ
და, შეგვიძლია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ამას "დინამო თბილისი" გმობს. ჩვენ არანაირ აგრესიას არ ვესალმებით.

ჩხუბი არ ყოფილა არც ტრიბუნაზე და არც მის გარეთ. იქ იყო გამყოფი ბარიერი და მოხდა სკამების მტვრევა.

აქვე ვიტყვი, რომ "დინამო თბილისი" თავის სექტორში დამტვრეული სკამების ზარალს მთლიანად აანაზღაურებს.

როგორც გავიგე, გამოძიებაა დაწყებული მომხდარ ინციდენტზე. ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო გამოძიების დაწყება? შარშანდელი თამაში რომ იყო, ბოლო ტური "დინამო" - "ტორპედო", ქუთაისელმა ფანებმა ჩვენს სტადიონზე უამრავი სკამი გატეხეს.

ამაზე არანაირი გამოძიება არ ყოფილა. კლუბები შეთანხმდნენ ზარალის ანაზღაურებაზე და სულ ეს იყო.

კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ სტადიონის უკანა მხრიდან, ვინც გარეთ იყო გასული, გორელი გულშემატკივრები ქვებს ესროდნენ.

ინციდენტი ფან-კლუბებს შორის არ მომხდარა, ეს აუცილებლად მინდა ვთქვა. აქეთ იყო "დინამოს" ფან-კლუბი და იქით ადგილობრივი გორელი გულშემატკივარი", - გვითხრა ირაკლი ბუხალიმ.

▶ ვცემოთ ერთმანეთს, დავლეწოთ სკამები - რა მოხდა გორში? [VIDEO]
▶ "დინამოს" გულშემატკივრებმა "დილასთან" ნამატჩევს სკამების მტვრევა დაიწყეს და გორში დაძაბული სიტუაციაა
▶ გორის "დილას" და თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 9 /
აქ ფულზე არაა საუბარი. არ სჭირდება გორს თქვენი სკამების საფასურის ანაზღაურება. აი მაგ ვანდალიზმის ჩამდენებისთვის 6000 ლარიანი საპროცესოების ჩახევა კი აუცილებელია, ჭკუა რომ ისწავლონ!!!
0
კლუბები თვითონ ანაზღაურებენ ზარალს და საჭირო არ არის გამოძიების დაწყება?ასე აპირებენ საფეხბურთო ვანდალიზმთან ბრძოლას?ეს ხომ პირდაპირი წაქეზებაა?!სწორედაც რომ მიესალმებიან საფეხბურთო ძალადობას.აღშფოთებული ვარ ამ განცხადებით და ვფიქრობ ამისთანა ხალხი სამუდამოდ უნდა ჩამოაშორონ საფეხბურთო სტრუქტურებს.ესენი ფეხბურთში საძმოების და მხედრიონის ეპოქას ნერგავენ და ამაზე ფეხბურთის ფედერაციამაც ძალიან მკაცრად უნდა იმსჯელოს.სახელმწიფო ათეულ მილიონებს ახარჯავს კლუბებს,ესენი კი ხულიგნებს აფინანსებენ.თუ ამისთანა ფანი,ფეხბურთზე არ ივლის,დააკლდება რაიმე ფეხბურთს?არა მგონია.ბიუჯეტის ფული კი,თურმე დაიზოგება კიდეც.
ადმინ, ჩვენ უკვე რობოტები ვართ.აზრი აღარ აქვს მტკიცებას,რომ არ ვართ რობოტები,მაგრამ ჩვენც გვაქვს ბატონო ნერვები და მოაშორეთ ეს სულელური და შეურაცხმყოფელი ტესტი.პოსტებს გვიბლოკავთ და შეურაცხყოფას გვაყენებთ.ეს პოსტი მინაწერის გარეშე გამოვაგზავნე,მაგრამ არ გაუშვით.არ კმარა?ახლა მაინც არ დამიბლოკოთ.
სოსო
19:08 04-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული