მიკოლა კოვტალიუკი ინციდენტზე: ეს ფეხბურთია და არა ბალეტი... ბულისკერია მატჩის შემდეგ მოვიდა და მიყვიროდა

AutoSharing Option
გორის "დილას" ფორვარდის მიკოლა კოვტალიუკის განცხადებით, "დინამო თბილისთან" თამაშის შემდეგ, მასთან დემეტრე ბულისკერია მივიდა და უყვიროდა.

უკრაინელი ფორვარდი მომხდარ ინციდენტს მხოლოდ ერთი რამის გამო ნანობს, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ.

Sportall.ge კოვტალიუკს დაუკავშირდა და ინციდენტზე ესაუბრა.

- რას იტყოდით თქვენს უხეშობაზე დემეტრე ბულისკერიას წინააღმდეგ?
- რა შემიძლია ვთქვა... უკვე 5-ჯერ მაინც ვუყურე ამ ინციდენტის ვიდეოგამეორებას, ფიზიკური ბრძოლა სპორტის ნაწილია და ამაში თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ.

თუ ბულისკერიას ტრავმას მივაყენებდი, შეიძლება მ
ართალი არ ვყოფილიყავი, თუმცა ვეცადე მას უხეშად არ დავჯახებოდი. ამბობენ, რომ მართალი არ ვიყავი, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ამ მომენტში ვტყუოდი.

- ლაშა თოთაძემ მოგთხოვათ ბულისკერიასთვის ბოდიში მოგეხადათ...
- მე ამ მომენტში უხეში დარღვევა ვერ დავინახე და მსაჯსაც ჯარიმა არ დაუფიქსირებია. ასე, რომ საბოდიშო არაფერი იყო.

- ხომ არ ნანობთ თქვენს საქციელს?
- ამას მხოლოდ იმიტომ ვნანობ, რომ გულშემატკივრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ეს ნამდვილად არასასიამოვნო და სამწუხაროა.

ფეხბურთი კაცების სპორტია, სადაც გამუდმებული ბრძოლა მიდის და ეს ბალეტი არაა.

ბულისკერიასთვის ტრავმა არ მიმიყენებია, რაიმე არ დამიშავებია, შესაბამისად ამას სათამაშო მომენტად ვთვლი. კონფლიქტი მე არ დამიწყია.

ჩემთან თოთაძემ მოირბინა და ბოდიშის მოხდა მომთოხვა. მე ვუთხარი, რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში? ეს ბრძოლაა და ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს დავეჯახეთ, აქეთ მომიხადოს ბოდიში-მეთქი!

მატჩის შემდეგ ჩემთან ბულისკერია მოვიდა და ქართულად მიყვიროდა, მე კი ქართული არ ვიცი, მარტო რუსული და უკრაინული მესმის.

შესაბამისად, არ ვიცოდი როგორ ამეხსნა მისთვის სიტუაცია. მინდოდა, მასთან მივსულიყავი, ხელი გამეწოდებინა და მეთქვა - დემეტრე, რატომ ბრაზობ? - ყველაფერი კარგადაა.

მაგრამ მან ყვირილი დამიწყო... რატომ, მე მინდოდა ამ კონფლიქტის დაწყება?

- თქვენ წინა სეზონში "დინამოში" თამაშობდით, რაიმეზე ნაწყენი ხომ არ წამოხვედით...
- არა, არანაირი კონფლიქტი არ მქონია... უბრალოდ მინდოდა დამემტკიცებინა მათთვის, რომ მეც შემიძლია თამაში და ბრძოლა.

ასეთ სტილში ვთამაშობ, ბრძოლაში შევდივარ ხშირად, ინგლისშიც ასე თამაშობენ და მე მიყვარს ასე ასპარეზობა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ფეხბურთია და არა ბალეტი!

▶ გორის "დილა": მატჩის კომენტატორმა მიკოლა კოვტალიუკს იმიჯი შეულახა [VIDEO]
▶ ვცემოთ ერთმანეთს, დავლეწოთ სკამები - რა მოხდა გორში? [VIDEO]
▶ "დინამო თბილისი": რა საჭირო იყო გამოძიების დაწყება?
მკითხველის კომენტარები / 12 /
მე ვუყურებდი თამაშს და თოთაძეს არ ეპატიება მეტი მოეთხოვება ასაკის გამო.კოვტალიუკმა ითამაშა ხისტად მაგრამ ფეხბურთია ხდება ასეც.
პაატა
12:48 05-05-2018
4
კოვტალუკი მარტალია, ტოტაზემ იკაცა ვიტომ
liverpuli barselonas supermarketi.
15:18 05-05-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული