სადისციპლინო კომიტეტმა "დილასა" და "დინამოს" მატჩის ინციდენტზე გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
8 მაისს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა. სხვა საკითხებთან ერთად, კომიტეტის წევრებმა განიხილეს ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" მატჩის შემდეგ სტადიონზე მომხდარი ინციდენტი.

ოფიციალური პირების მოხსენებითი ბარათებისა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გაცნობის შემდეგ კომიტეტმა მონაწილე კლუბების წარმომადგენლებსაც მოუსმინეს და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღეს:

თბილისის "დინამო" ფანების მიერ ტრიბუნის დაზიანების გამო დაისაჯა 3000 ლარით, ერთი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ გამართვითა და სეზონის ბოლომდე პირობითი დისკვალიფიკაციით. "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ოთარ გაგნიძე გულშემატკივრების
სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის - 2 მატჩით და 500 ლარით; ხოლო მასპინძელი კლუბი "დილა" - 800 ლარით.

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ქუთაისლებს ამაზე ლამის მადლობას ეუბნებით და დინამო რატო დასაჯეთ? რაც ქუთაისლებს ქვა აქვთ ნასროლი სტადიონზე, რუსებისთვის რომ ესროლათ ახლა კოსტრომის და ტულის დემოკრატიული რესპუბლიკები კაი ხნის აღიარებული გვეყოლებოდნენ.
siafand
11 მაისი 2018 16:02
0
მართლა ვაი რააა,რა უმაყურებლოდ სხვა რამე მაინც მოგეფიქრებინათ ,სად ყავთ მაყურებელი?ისედაც ცარიელ სტადიონზე არ თამაშობენ
ვაი თქვენს პატრონს
09 მაისი 2018 17:24
1
დინამო არენა ტეატრს დაემსგავსა პეხბურტის სამწუხაროდ
liverpuli barselonas supermarketi.
09 მაისი 2018 16:54
0
ქუთაისის ფანებს, რომ ეს ჩაედინათ ასეთ სასჯელს აკმარებდით????? თანაც, დინამოსათვის უმაყურებლოდ თამაში რა სასჯელია, მაინც უმაყურებლოდ არ თამაშობს ყოველ წელს???!!!!
გიორგი
09 მაისი 2018 15:59
1
საშინაო მატჩის უმაყურებლოდ გამართვით დასაჯესო გეგონება ისე მაყურებლის წინაშე თამაშობდეს დინამო :D :D :D
TRX
09 მაისი 2018 14:58
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული