ეროვნული ლიგა. XXI ტური: ასეთი თამაშით "დინამოს" ოქროს მედლებისთვის ბრძოლა გაუჭირდება

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში "დინამომ" საკუთარ მოედანზე ვერ დაამარცხა "სამტრედია" - 0:0.

მატჩი როგორც მოსალოდნელი იყო მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, კარგი მომენტი ვერ გამოიყენა შულაიამ. სტუმრები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ "დინამოს", შუა ტაიმში ჩაჩუა და თოთაძე ბრძოლაში ერთმანეთს შეეჯახნენ და გაზონზე აღმოჩნდნენ. შეხვედრა დაახლოებით 3 წუთი გაჩერდა და შემდეგ მათ თავშეხვეულებმა გააგრძელეს ასპარეზობა.

მეორე ტაიმში "სამტრედიამ" თამაში გაათანაბრა, მეტოქის ნახევრზეც აიწია და სიკაჩის კარზე იერიშების მიტანა დაიწყო. უშედეგოდ. "დინამომ" კი სწრაფი შეტევა განახორციელა და ვაწაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი კარს. მერე შენგელიას
დარტყმულმაც ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.

აშკარაა, კიტეიშვილის წასვლა "დინამოს" ძალიან დაეტყო და ასეთი თამაშით ლიდერ "საბურთალოსთან" ოქროს მედლებისთვის ბრძოლა გაუჭირდება. ძალიან გაუჭირდება.

თბილისი. "დინამო არენა".
დინამო - სამტრედია 0:0

დინამო (4-4-2): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე (კ), ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ლევან შენგელია 58), ბაქარ ქარდავა (გიორგი ზარია 68), ბუდუ ზივზივაძე, აკაკი შულაია, მათე ვაწაძე, ლევან ხარაბაძე, ნიკა ნინუა

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

სამტრედია (3-4-1-2): სერგეი პოგორილი, გიორგი გურული (ივან ფატიჩი 74), იგორ კოშმანი, ბექა ტუღუში, ჯაბა ლიპარტია (თამაზ მაქაცარია 64), გიორგი ახალაძე, რომან ჩაჩუა, გიორგი ჯგერენაია, ანატოლი მესიაჩენკო (ოლეგ მამასახლისი 46), ჯემალ გოგიაშვილი (კ), ავთო ენდელაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა ფიფიას ასეთი დინამოსთვის
ალეკო
07:59 19-08-2018
3
ამ შემადგენლობით ჩემპიონობა კი არა უეფას საგზურიც გაუჭირდება დინამოს!
dinamo
00:02 19-08-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული