ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ტორპედომ" თბილისში ლიდერი "საბურთალო" გაანადგურა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 25-ე ტურში "ტორპედომ" "საბურთალო" 3:0 დაამარცხა.

ქუთაისელებმა მატჩი დამაჯერებლად ჩაატარეს და გათამაშების ლიდერთან შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვეს.

"ტორპედომ" მეტოქე დაჯაბნა და მისი მოგება სრულიად დამსახურებული გახლდათ. ისიც აღსანიშნავია, რომ უკანაკნელ 4 მატჩში ამ გუნდს გოლი არ გაუშვია.

მოკლედ, დღეს ლიდერებმა ქულები დაკარგეს.

"საბურთალო" "დინამოს" 4 ქულით უსწრებს და თანაც, "დინამოს" 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"ტორპედო" 37 ქულით მე-5 ადგილზეა და 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - ტორპედო 0:3
გოლები: 0:1 გიორგი ქიმაძე (14), 0:2
თორნიკე კაპანაძე (75), 0:3 არფანგ დაფე (84)

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი (ნიკოლოზ მალი 69), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (სანდრო ალთუნაშვილი 63), გაგი მარგველაშვილი, დავით ვოლკოვი, გიორგი კოხრეიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, ელვინ ტერა, თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში (78), გიორგი დიასამიძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), მათე ცინცაძე, თორნიკე კაპანაძე (მილოშ ლაჩნი 85), ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, ლევან კუტალია, გრიგოლ დოლიძე (არფანგ დაფე 84) , გიორგი ქიმაძე (მარეკ ჰლინკა 73), ლაზრ მარინი, მამუკა კობახიძე, მერაბ გიგაური

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 5 /
რატომ არ წერთ ეროვნული ლიგა 2-ის შესახებ?მეტი გაშუქება უნდა ხდებოდეს ამ ტურნირის.
რუსლანი
13:37 24-09-2018
0
"ტორპედოს" სრული უპირატესობა ჰქონდა. ანგარიში სეიძლება უფრო დიდიც ყოფილიყო. "რეხოს" გარეშე, "საბურთალოს" დაცვა, მოშლილია...
tngh
10:46 24-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული