ეროვნული ლიგა. XXVI ტური: ინჯგიას პასი და დავითაშვილის გოლი! - "ლოკომოტივმა" ბოლო წუთებზე მოიგო

AutoSharing Option
27 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ეროვნული ლიგის XXVI ტურის მატჩი გაიმართა, სადაც "ლოკომოტივმა" გორის "დილას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ზურიკო დავითაშვილმა შორიდან ულამაზესი დარტყმით გახსნა. 81-ე წუთზე კი მიკოლა კოვტალიუკმა თორნიკე გრიგალაშვილის ჩაწოდების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. უკრაინელმა ლეგიონერმა უკვე მე-14 გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში გიორგი გაბედავას 2 გოლით ჩამორჩება.

კომპენსირებულ დროში რევაზ ინჯგიას პასით დავითაშვილმა დუბლი მიითვალა და თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.

თბილისი. მიხეილ მესხი 2
ლოკომოტივი-დილა 2:1
გოლი: 1:0, 2:1 ზურიკო დავითაშვილი (46, 90+2),
1:1 მიკოლა კოვტალიუკი (81)

ლოკომოტივი. 4-2-3-1: რევაზ თევდორაძე, ნიკა ჭანტურია, თეიმურაზ შონია, ზურიკო დავითაშვილი, უჩა ლობჟანიძე (ლევან ქურდაძე 55), გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (კ), უილიამ ჯონი (დავით ჯიქია 86), დავით სამურკასოვი, რატი არდაზიშვილი (რევაზ ინჯგია 81), ოთარ კობახიძე

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

დილა. 4-2-1-3: ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი გადრანი, ლუკა რაზმაძე (კ), ნოდარ ქავთარაძე (გაირა ჯუფი 76), ლევან ნონიკაშვილი, მიკოლა კოვტალიუკი, ისიფუ ლემპტი (დავით რაჟამაშვილი 52), ერიკს სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი (გიორგი კორიფაძე 83), ლეანდრო რიბეირო, ანზორ სუხიაშვილი

მთ. მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი
მკითხველის კომენტარები / 3 /
მთლიანობაში ლოკომ უფრო მეტად მოინდომა იბრძოლა და გაიმარჯვა კიდეც. რაც შეეხება დილას ასეთი უსუსური თამაშით შორს ვერ წავა. მეორე ტაიმი რა ითამაშეს ვერაფერი გავიგე. ვინ სად დარბოდა და რას აკეთებდა?
Dragonfly
10:27 29-09-2018
0
ბრავო დავითაშვილს და ბრავო ინჯგიას..თუ არ ვცდები ასაკითაც არ არიან დიდები
ილო
13:21 28-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული