ეროვნული ლიგა. XXX ტური: "ჩიხურას" ზედიზედ მე-4 გამარჯვება

AutoSharing Option
26 ოქტომბერს "რუსთავმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ეროვნული ლიგის 30-ე ტურში საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

36-ე წუთზე ლევან კაკუბავამ დემურ ჩიხლაძის პასის შემდეგ გაიტანა. მეორე ტაიმში კი "ჩიხურა" გაბედავას ზუსტად შესრულებული პენალტით 2:0 დაწინაურდა. გაბედავას ანგარიშზე უკვე 16 გოლია ეროვნულ ლიგაში. "რუსთავმა" ერთი გოლის გაქვითვა პენალტიდან შეძლო, რომელიც ბექა ქავთარაძემ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "ჩიხურამ" ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა ეროვნულ ლიგაში და 53 ქულით მე-3 ადგილზე გამყარდა. "რუსთავი" კი უკვე მე-7 მატჩია ვერ იგებს.

თბილისი. მიხეილ
მესხი 2
რუსთავი-ციხურა 1:2
გოლი: 0:1 ლევან კაკუბავა (36), 0:2 გიორგი გაბედავა (პენ. 64), 1:2 ბექა ქავთარაძე (პენ. 78)

რუსთავი. 4-1-3-2: კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი პაპავა, ლუკა სილაგაძე, ბექა ქავთარაძე, ხვიჩა კვარაცხელია, პაპუნა ფონიავა, ზაზა ციცქიშვილი, ოთარ მარცვალაძე, თორნიკე კირკიტაძე, ვარლამ კილასონია, ლუკა გადრანი

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

ჩიხურა. 4-4-2: დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე, ლევან კაკუბავა, დემურ ჩიხლაძე, ლაშა ჩიკვაიძე, მიშიკო სარდალიშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული