36-ე წუთზე ლევან კაკუბავამ დემურ ჩიხლაძის პასის შემდეგ გაიტანა. მეორე ტაიმში კი "ჩიხურა" გაბედავას ზუსტად შესრულებული პენალტით 2:0 დაწინაურდა. გაბედავას ანგარიშზე უკვე 16 გოლია ეროვნულ ლიგაში. "რუსთავმა" ერთი გოლის გაქვითვა პენალტიდან შეძლო, რომელიც ბექა ქავთარაძემ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ "ჩიხურამ" ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა ეროვნულ ლიგაში და 53 ქულით მე-3 ადგილზე გამყარდა. "რუსთავი" კი უკვე მე-7 მატჩია ვერ იგებს.
თბილისი. მიხეილ
რუსთავი-ციხურა 1:2
გოლი: 0:1 ლევან კაკუბავა (36), 0:2 გიორგი გაბედავა (პენ. 64), 1:2 ბექა ქავთარაძე (პენ. 78)
რუსთავი. 4-1-3-2: კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი პაპავა, ლუკა სილაგაძე, ბექა ქავთარაძე, ხვიჩა კვარაცხელია, პაპუნა ფონიავა, ზაზა ციცქიშვილი, ოთარ მარცვალაძე, თორნიკე კირკიტაძე, ვარლამ კილასონია, ლუკა გადრანი
მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ჩიხურა. 4-4-2: დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე, ლევან კაკუბავა, დემურ ჩიხლაძე, ლაშა ჩიკვაიძე, მიშიკო სარდალიშვილი
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე