"ტორპედოს" პრეზიდენტი: იანვარში ახალწვეულები გვეყოლება, ჩვენი მიზანი ევროპა ლიგაზე გასვლაა

AutoSharing Option
საქართველოს თასის ფინალში "გაგრას" დამარცხების შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და მომავლის გეგმებზეც ისაუბრა.

ზაალ ჩაჩავას თქმით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება და ახალწვეულებსაც უნდა ველოდოთ.

"პირველ რიგში, ვულოცავ ქუთაისელ ფანებს ამ წარმატებას. ძალიან გვინდოდა, წელსაც ქვეყნის ჩემპიონობა გვეზეიმა, მაგრამ, სამწუხაროდ, წარუმატებელი სტარტის შემდეგ ეს შეუძლებელი გახდა...

"ტორპედოს" ზრდა აუცილებლად გაგრძელდება. კლუბი სწორ გზაზე დგას, წლიდან წლამდე უკეთესი ხდება და ვპირდები ფანებს, რომ 2019 წელს ჩვენი გუნდი იმაზე გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე ახლაა.

იანვარში სატრანსფერო
ფანჯარა გაიხსნება. სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებით, გუნდის ის ძირითადი ბირთვი, რომელიც "ტორპედოს" შემდეგ სეზონებშიც ძალიან დასჭირდება, აუცილებლად დარჩება. ფეხბურთელთა დიდ ნაწილთან ახალ კონტრაქტებზე საუბარიც დავიწყეთ... გარდა ამისა, იქნება რამდენიმე ახალწვეული, რომლებიც "ტორპედოს" გააძლიერებენ. ჩვენი მიზანი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და ამისკენ მივიწევთ.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას, გვგულშემატკივრობს და გვეხმარება მიზნის მიღწევაში!" - განაცხადა "ტორპედოს" პრეზიდენტმა.

"ტორპედო" მიმდინარე წრეში შესანიშნავად ასპარეზობს. ქუთაისურ კლუბს ზედიზედ 19 მატჩია არ წაუგია.

altქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს თასი მოიგო [VIDEO]

altმათე ცინცაძე: შემოთავაზებები მაქვს, ერთ-ერთი ევროპული კლუბია

მკითხველის კომენტარები / 8 /
მდარე ლეგიონერები რომ ჩამოიყვანა ესაა გაკეთებული საქმე? მე უარყოფითად ვაფასებ ამ კაცის მოღავაწეობას!
kika
27 ნოემბერი 2018 13:01
11
ტორპედო,საქართველოს საუკეთესო გუნდია, მაგრამ:
ევროლიგაზე კარგად ასპარეზობას რას ეძახით? ფარერული და ალბანური გუნდის გამოგდებას?
ბიუჯეტი თუ აფინანსებს გუნდს, ეს კაცი რაღას აკეთებს? რანაირი მეპატრონეა?
1234
27 ნოემბერი 2018 08:19
5
Qტ-ს .. ანლაიკი გამომივიდა, პირიქით მინდოდაა....
Vasili
27 ნოემბერი 2018 02:43
0
სტადიონი ხოაქვს ქუთაისს ? სავალდებულო არაა მე4 კატეგორიის სტადიონი აშენდეს ყველა ქალაქში ბიუჯეტის ფულით !
ტოტტის
26 ნოემბერი 2018 20:18
15
ქუთაისში უნდა იყოს კარგი სტადიონი,აბა სად უნდა იყოს სხვაგან.ქუთაისი ქართული ფეხბურთის გულია. არსად ისე არ უყვართ ფეხბურთი როგორც ქუთაისში.
p.s არ ვარ ქუთაისელი. უბრალოდ სიგიჟემდე მიყვარს ეს ქალაქი და ეს გუნდი.
ზუსტადაც რომ სავალდებულოა!
27 ნოემბერი 2018 01:31
2
სტადიონი მოთხოვეთ მერიას, რა გააკეთოს რაც მაგისი არაა. რაც ეს კაცი მოვიდა ჩემპიონობა ვიზეიმეთ და თასი ავიღეთ, ევროპალიგაზე კარგად ვიასპარეზეთ. ჯერჯერობით მადლობის მეტი რა გვეთქმის.
QT
26 ნოემბერი 2018 17:03
4
წარმატებები და იმედია ამ დანაპირებს შეუსრულებს გულშემატკივარს, 4 ან 5 ნორმალური ლეგიონერი და წარმატება გარანტირებული ექნებათ,
roma
26 ნოემბერი 2018 14:46
4
ახალწვეულები კიარა სტადიონი გააკეთე
ტოტტი
26 ნოემბერი 2018 14:45
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული