Sporting Intelligence-მა ეროვნული ლიგის წლიური საშუალო ხელფასი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა Sporting Intelligence-მა Global Sports Salaries-ის ყოველწლიური ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც მთავარი გუნდის ფეხბურთელების ხელფასების მიხედვით მსოფლიო რეიტინგია შედგენილი.

რეიტინგში 68 საფეხბურთო ლიგაა წარმოდგენილი.

ნაშრომის მიხედვით, საქართველო 50-ე ადგილს იკავებს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელის საშუალო ხელფასი ლიგაში წელიწადში 13 403 ევროა.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ 47-ე ადგილზე ლიხტენშტეინია, სადაც ფეხბურთელის წლიური საშუალო ხელფასი 16 449 ევროა.

53-ე ადგილზე არის ბოსნია, სადაც საშუალო ხელფასი წელიწადში 10 662 ევროა.

პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, ინგლისური პრემიერლიგაა, სადაც საშუალოდ წლიურად ფეხბურთელი 3 379 520 ევროს
იღებს. შემდეგ მოდიან ესპანეთი, იტალია, გერმანია და საფრანგეთი.

Sportall.Ge

altრამდენი ფული აიღეს 2018 წელს ყაზაიშვილმა და კაშიამ? - MLS-მა ხელფასები გამოაქვეყნა

altვინ რამდენს იხდის? - როგორია საშუალო ხელფასი საქართველოს ჩემპიონატში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული