პატივი ეცით ჟურნალისტის საქმიანობას! - Sportall.ge-ს სოლიდარობა "აჭარასპორტის" ჟურნალისტს!

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა დასრულდა და ყველა ქართული სპორტული საიტი ცდილობს, შეაჯამოს და გააანალიზოს წელს ჩატარებული პირველობა. მათ შორის იყო "აჭარასპორტი", რომელმაც ეროვნული ლიგის ანტისიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. სიაში მოხვედრილი "სამტრედიის" ნახევარმცველი ბექა ტუღუში, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის მცდელობით, ჟურნალისტისგან სტატიის აღებას მოითხოვდა.

Sportall.ge გმობს ჟურნალისტის მიმართულებით განხორციელებულ მუქარას, ასევე, ჟურნალისტის თავისუფალ საქმიანობაში ჩარევის მცდელობას და მცდელობას, რაიმე სახით შეუშალოს ხელი მის საქმიანობას.

როდესაც ხარ ფეხბურთელი და თამაშობ საქართველოს ჩემპიონატში, უნ
და აცნობიერებდე იმას, რომ შენს თამაშს, ეს კარგი იქნება თუ ცუდი, აუცილებლად შეაფასებენ და უნდა გქონდეს ადეკვატური რეაქცია. ნებისმიერი მცდელობა, ამბის ქუჩურად გარჩევის, აკნინებს როგორც ქართულ ფეხბურთს, ისევე გუნდს, რომლის ღირსებასაც კონკრეტული ფეხბურთელი იცავს. გთავაზობთ "აჭარასპორტის" განცხადებას:

"11 დეკემბერს adjarasport.com-ზე ეროვნული ლიგის ანტისიმბოლური გუნდი გამოქვეყნდა. მასში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც, რედაქციის მოსაზრებით, მიმდინარე სეზონი წარუმატებლად ჩაატარეს. ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი "სამტრედიის" შემტევი ნახევარმცველი ბექა ტუღუში გახდა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ტუღუში გამოცემის ერთ-ერთ ჟურნალისტს დაუკავშირდა, ჯერ სტატიის საიტიდან აღება მოსთხოვა, შემდეგ ჟურნალისტის უფლებების შეზღუდვას შეეცადა, ბოლოს კი მუქარის შემცველი ტექსტი მისწერა.

ჩვენი სარედაქციო კოლექტივი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს ყველა სპორტსმენს, თავი შეიკავოს არაპროფესიონალური, მუქარის შემცველი განცხადებებისგან. მსგავსი საუბრით, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ თავს, პროფესიას, რომელსაც ემსახურებიან, ქვეყანასა და გუნდს, რომლის რიგებშიც ირიცხებიან.

რედაქცია მოუწოდებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ლიგასა და საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას", მიიღონ შესაბამისი ზომები, მხარი დაუჭირონ საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას".
მკითხველის კომენტარები / 11 /
რონალდინიომ მიიღო მილანში რო გადავიდა ცუდი მოთამაშის პრიზი იტალიაში მაგ პრიზს “ ოქროს უნიტაზი“ ქვია და რამოხდა მერე სამტრედიას ფეხბურთელმაც რო მიიღოს, ეგ ხო იმას არ ნიშნავს რო ყველას ცუდი გონიხარ ერთი რომელიგაც სპორტული გაზეთის მოსაზრებაა და მეტი არაფერი, პირიქით მოტივაცია უნდა მოგცეს მაგან რო ისე კარგად ითამაშო იმ ჟურნალისტს მაგით გასცე პასუხი ეგაა რაა 2:2=4
lashe
14 დეკემბერი 2018 04:36
0
იმანაც უკეთ ითამაშოს და აღარ შეიყვანენ! ასეთი სიმბოლურები ყველგან კეთდება, მსოფლიო ჩემპიონატზეც! :დდ
გენო
13 დეკემბერი 2018 15:08
0
ნეტავ, არ შეიძლება, რომ ქომაგებმა გავაკეთოთ ანტიჟურნალისტების ნაკრები ან რაიმე ამის მაგვარი? რას იტყვით, ხალხო? თუ ჟურნალისტები, მეფეებივით, ხელშეუხებელნი არიან?!
N
13 დეკემბერი 2018 15:05
0
მუქარა და ძალადობა არასწორია, მაგრამ ისე ეს ანტისიმბოლური ნაკრებიც რა უბედურებაა. ესეთი უპასუხისმგებლო საქციელით შეიძლება კარიერა გაუფუჭო სპორტსმენს.
h
13 დეკემბერი 2018 12:59
6
მეტი ზრდილობა და პროფესიონალიზმი არც ჟურნალისტებს აწყენდათ.
ფერნანდო
13 დეკემბერი 2018 12:53
2
აი მაგ ბლატაობის გამო უნდა გადაიყვანო საზღვარზე და რომ დაეკისრება ხელფასიდან ქვაბში 20%:)))))))) მერე მიხვდება რომ კიარუბდა იბლატაოს უნდა ითამაშოს!!!!
tbiliski
13 დეკემბერი 2018 12:38
1
კარგად მოქცეულა ბექა. რა საჭიროა ესეთი შეურაცმყოფელი სიმბოლურის გამოქვეყნება?! სიტყვიერი შეურაწყოფა მართლაც უნდა მიაყენო ესეთ ვაი ჟურნალისტებს!
შოთა
13 დეკემბერი 2018 12:17
18
არავის უხარია ქვეყანაში ყველაზე უარესად გამოცხადება და ვფიქრობ, ასეთი რამე არც უნდა ხდებოდეს.ნამდვილად არა მგონია,რომ ბექა ტუღუში ყველაზე ცუდი ნახევარმცველი იყოს საქართველოში და საერთოდაც,შენ კარგი გამოარჩიე,თორემ უარესზე უარესი,ქვეყნად არ დაილევა.ტუღუშის საქციელი არ მოგწონთ და გასაგებია,მაგრამ ამ შემადგენლობის გამოცხადება,მათთვის,ვინც ამ სიაში მოახვედრეთ,შეურაცხმყოფელი არა გგონიათ?რასაც გასცემთ,იმას იღებთ საპასუხოდ,მით უმეტეს,რომ ძალიან ბევრი ტელე და რადიოჟურნალისტი,ასევე საიტი,მათ მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს და კრიტიკას,კიდევ უფრო აგრესიულად იღებენ,ან ბლოკავენ, ან ეთერს უწყვეტენ ოპონენტს.
იმედია არ დაბლოკავთ.
სოსო
13 დეკემბერი 2018 11:00
16
სოსო მესმის, რომ ძალიან უარყოფითი შეფასება გამაღიზიანებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, მითუმეტეს სპორტსმენისთვის მომქანცველი სეზონის ბოლოს, მაგრამ საერთოდ რომ არ შეაფასონ, არც ეგ მგონია გამართლებული.ბუნებრივია უარყოფითი რეაქციაც, მაგრამ მუქარა და გარჩევა ნამდვილად უადგილოა.მითუმეტეს პირადი გარჩევის და სპორტსმენისთვის შეუფერებელი მეთოდებით. ვინც იმ კრებულში მოხვდა, ყველამ რომ იგივე გაიმეოროს, არც მათ კარიერას წაადგება და არც ქართულ ფეხბურთს.
)))))
13 დეკემბერი 2018 13:04
0
მეგობარო თითქმის ყველა ქვეყნის ჩემპიონატში ცხადდება წლის საუკეთესო და ცუდი გუნდი. მოთამაშეები, რომელიც ამ გუნდში არიან, მათ არავინ არ აყენებს შეურაშჰყოფას და არ იძახის, რომ ცუდი ფეხბურთელები არიან, უბრალოდ მატ წარუმატებელი, ცუდი სეზონი ჰქონდათ, ისევე როგორც ბექას. იმის მაგივრად, რომ თავიანთ თავში დაფიქრდნენ, მოინდომონ და ვარჯიშს მოუმატონ, "რაზბორკებს" აწყობენ, რეკავენ, შეურაცჰყოფას აქენებენ და ამდაგვარ სამარცხვინო საქციელს ჩადია. აი ეს არის არაპროფეზიონალიზმი და ამიტომ ჩვენი ჩემპიონატი ვერ წაიწევს წინ, სანამ სპორცმენი ვარჯიშს და პროგრესს, "რაზბორკას" ამჯობინებს.
anzori
13 დეკემბერი 2018 11:27
1
ისე, თქვენც კარგი ოროსნები ხართ.
odala
13 დეკემბერი 2018 10:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული