Sportall.ge გმობს ჟურნალისტის მიმართულებით განხორციელებულ მუქარას, ასევე, ჟურნალისტის თავისუფალ საქმიანობაში ჩარევის მცდელობას და მცდელობას, რაიმე სახით შეუშალოს ხელი მის საქმიანობას.
როდესაც ხარ ფეხბურთელი და თამაშობ საქართველოს ჩემპიონატში, უნ
"11 დეკემბერს adjarasport.com-ზე ეროვნული ლიგის ანტისიმბოლური გუნდი გამოქვეყნდა. მასში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც, რედაქციის მოსაზრებით, მიმდინარე სეზონი წარუმატებლად ჩაატარეს. ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი "სამტრედიის" შემტევი ნახევარმცველი ბექა ტუღუში გახდა.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ტუღუში გამოცემის ერთ-ერთ ჟურნალისტს დაუკავშირდა, ჯერ სტატიის საიტიდან აღება მოსთხოვა, შემდეგ ჟურნალისტის უფლებების შეზღუდვას შეეცადა, ბოლოს კი მუქარის შემცველი ტექსტი მისწერა.
ჩვენი სარედაქციო კოლექტივი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს ყველა სპორტსმენს, თავი შეიკავოს არაპროფესიონალური, მუქარის შემცველი განცხადებებისგან. მსგავსი საუბრით, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ თავს, პროფესიას, რომელსაც ემსახურებიან, ქვეყანასა და გუნდს, რომლის რიგებშიც ირიცხებიან.
რედაქცია მოუწოდებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ლიგასა და საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას", მიიღონ შესაბამისი ზომები, მხარი დაუჭირონ საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას".
იმედია არ დაბლოკავთ.