15 დეკემბერს ეროვნული ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა.
ბოლნისის "სიონმა" თამაზ სტეფანიას სახელობის სახელობის სტადიონზე "გაგრას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. 28-ე წუთზე ვილი ისიანმა გახსნა ანგარიში, ხოლო 51-ე წუთზე ლევან ხმალაძემ გაიტანა. 73-ე წუთზე კი დავით კირკიტაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
პირველი მატჩი "სიონის" გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა და შესაბამისად ბოლნისელებმა ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო "გაგრა" კვლავ ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩა.
"მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯიამ" "სამტრედიას" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მე-5 წუთზე გიორგი ვაზაგაშვილი გაიტანა. მე-7 წუთზე შოთა კერძევაძემ
წითელი ბარათი მიიღო და "სამტრედია" კაცნაკლული დარჩა. მე-13 წუთზე ნიკოლოზ მაისურაძემ "ვიტ ჯორჯიას" უპირატესობა ორამდე გაზარდა. 61-ე წუთზე დავით საჯაიამ გამოიჩინა თავი და ანგარიში 3:0 გახადა. სულ რაღაც 2 წუთში კი ვაზაგაშვილმა დუბლი გაიფორმა. მატჩის მიწურულს კი სამტრედიელებმა პენალტიც ვერ გაიტანეს.
პირველი შეხვედრა გუნდებს შორის 2:2 დასრულდა, შესაბამისად ეროვნულ ლიგაში ახალი სეზონიდან "ვიტ ჯორჯია" ითამაშებს, ხოლო "სამტრედია" ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.
აქვე გეტყვით, რომ ფოთის "კოლხეთის" მაგივრად ეროვნულ ლიგაში ადგილი ბათუმის "დინამომ" დაიკავა.