როგორც საჩხერულ კლუბში ამბობენ, ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა.
"გიორგი გაბედავა საუბრობს კლუბთან, ჯერ განთავისუფლების ცნობა არ მიგვიცია, ოფიციალურად არაფერი არ არის. მიდის მოლაპარაკებები პოლონურ "ზაგლებიე სოსნოვეცთან", რომელიც პოლონეთის ექსტრაკლასაში ბოლო ადგილს იკავებს" - განგვიცხადეს "ჩიხურას" პრესსამსახურში.
გიორგი გაბედავა ბუდუ ზივზივაძესთან ერთად გასული ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 22 გატანილი გოლით.
გიორგი გაბედავა: არ იყო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც კარიერის დასაწყისშივე უკრაინაში წავედი