გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია

AutoSharing Option
2019 წელს "შევარდენი 1906"-ის მთავარი მწვრთნელი გელა სანაია და მისი ასისტენტი გიგა გვიჩია კლუბში აღარ იმუშავებენ - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბის Facebook-გვერდი ავრცელებს.

"გელა სანაიამ "შევარდენი 1906" 2018 წლის იანვარში ჩაიბარა და დასახული მიზანი - ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნება - პირნათლად შეასრულა.

უკან მოტოვებულ ურთულეს სეზონში სანაიას ხელმძღვანელობით "შევარდენი 1906"-მა ასპარეზობა მე-6 პოზიციაზე დაასრულა და მომავალ ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება 4 ტურით ადრე მოიპოვა.

ჩვენი კლუბისთვის პატივი იყო ისეთ გამოცდილ სპეციალისტთან მუშაობა, როგორიც გელა სანაიაა.

მადლობას ვუხდით სამწვრთნელო შტაბს გაწეული
სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ სეზონში.

ჯერჯერობით კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. გულშემატკივრებისთვის გუნდის ახალი თავკაცის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი." - ვკითხულობთ "შევარდენის" ოფიციალურ განცხადებაში.

alt"თელავის" მწვრთნელად დენის ხომუტოვი დაინიშნა

alt"გაგრას" მომავალ სეზონში გაგა კირკიტაძე გაწვრთნის

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ გამოდის ამ კაცს მწვრთნელობა, სადაც მივიდა არსად არაფერი არ გამოუვიდა, გაანებოს მწვრთნელობას თავი, დაუჯდეს თავის ძმას TV პირველზე და სპორტული გადაცემა გააკეთოს.
დათო30
14:13 07-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული