თბილისის "დინამო" აღარ ხუმრობს - არგენტინელი თავდამსხმელით გაძლიერდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" დღეს უკვე მესამე ფეხბურთელის დამატება იუწყა - გუნდი 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელით ანტონიო როხანოთი გაძლიერდა.

როხანომ საფეხბურთო კარიერა მშობლიურ ლა პლატას "ხიმნასიაში"დაიწყო, შემდეგ არგენტინულ "ვილა სან კარლოსა" და "სპორტივო იტალიანოში" ასპარეზობდა. ორი სეზონი ითამაშა ბოლივიური "რეალ პოტოსის" შემადგენლობაში.

2017/2018 სეზონი შოტლანდიური "ჰამილტონის" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ესპანურ "ბურგოსში" გამოდიოდა.

ანტონიო როხანომ დინამოსთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.


მკითხველის კომენტარები / 10 /
ბატონო რომან სად პოულობთ ესეთ გზააბნეულ ფეხბურთელებს ?
ლევან1
01:12 24-01-2019
1
არ გცხვენიათ ამ სათაურის? ზუსტად რომ ხუმრობა და დაცინვაა ასეთი ბანძი ლეგიონერების ჩამოყვანა... ყველას გვაქვს ინტერნეტი და მარტივად შეგვიძლია გადავამოწმოთ რა ნაგვით ივსება ქართული ჩემპიონატი, გეგონება ჩვენი არ გვაკლდეს რა
lado
01:16 24-01-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული