"დილას" ფეხბურთელით ესპანური კლუბი ინტერესდება - გორელები 375 000-ს ითხოვენ

AutoSharing Option
უკრაინული Football24.ua-ს ინფორმაციით, გორის "დილას" ლეგიონერი მიკოლა კოვტალიუკის გადაბირებით ესპანური "სალამანკა" ინტერესდება.

"სალამანკა" ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში - სეგუნდა B-ში ასპარეზობს და პირველ ჯგუფში მე-8 პოზიციას იკავებს.

მიკოლა კოვტალიუკმა ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 21 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ბომბარდირებს - გიორგი გაბედავას და ბუდუ ზივზივაძეს ჩამორჩა.

მას კარიერის განმავლობაში კიევის "არსენალის", "პოლტავას", ფოთის "კოლხეთის" და თბილისის "დინამოს" რიგებში უთამაშია.

გორის "დილა" უკრაინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 375 ათას ევროს ითხოვს.

altუკრაინულმა საიტმა "დილას" თავდამსხმელი კოვტალიუკი 11 საუკეთესო ლეგიონერს შორის დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული