ეროვნული ლიგა. II ტური: "საბურთალომ" ჩემპიონატის სტარტზე მეორე მატჩიც მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მარტს, ეროვნული ლიგის მე-2 ტურში "საბურთალომ" "ლოკომოტივი" 3:1 დაამარცხა.

მე-11 წუთზე კაკუბავას შეცდომით სიხარულიძემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა, თუმცა სტუმრებმა მალევე გაიტანეს საპასუხო გოლი - "ლოკოს" მცველმა გურეშიძემ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი შინდაგორიძემ გამოიყენა.

მეორე ტაიმში საქართველოს ჩემპიონი უპირეტესობას დაეუფლა: შინდაგორიძის ძლიერად დარტყმული ბურთი საჯარიმოში ისევ გურეშიძეს მოხვდა ხელზე და მსაჯმა მეორე თერთმეტმეტრიანი დანიშნა მათ კარში, რომელიც დიასამიძემ გააცუდა. 63-ე წუთზე "საბურთალომ" მაინც მოახერხა დაწინაურება, როდესაც შინდაგორიძის დარტყმული ბურთი "ლოკომოტივის" კაპიტან უბილავას მოხვდა და ბულისკერიას კარში გავიდა. 70-ე
წუთზე კი როლოვიჩმა მესამედ დაამწუხრა "რკინიგზელები". როლოვიჩმა ჩემპიონატის მეორე მატჩშიც გაიტანა გოლი.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - საბურთალო 1:3
გოლები: 1:0 ირაკლი სიხარულიძე (11), 1:1 ლაშა შინდაგორიძე (16, პენ), 1:2 ლაშა შინდაგორიძე (63), 1:3 ოგნიენ როლოვიჩი (70)
გამოუყენებელი პენალტი: გიორგი დიასამიძე (56)

ლოკომოტივი (3-1-4-2): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (თორნიკე ძებნიაური 10), დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი (ოთარ კობახიძე 78), თეიმურაზ შონია, თორნიკე კირკიტაძე, რატი არდაზიშვილი, დავით ჯიქია (დავით ჯიქია 67), ირაკლი სიხარულიძე

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

საბურთალო (4-2-3-1): ომარ მიგინეიშვილი, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), გრიგოლ ჩაბრაძე (გიორგი თევზაძე 78), ლევან კაკუბავა, ლაშა შინდაგორიძე, გიორგი დიასამიძე, ელვინ ტერა (ოგნიენ როლოვიჩი 57), თორნიკე გორგიაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი (დაჩი ცნობილაძე 69), ანტე გი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ეროვნული ლიგა. II ტური: "საბურთალომ" ჩემპიონატის სტარტზე მეორე მატჩიც მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული