ფოტო: facebook.com/FCSIONIBolnisi
22 წლის მცველი რომან ჩაჩუა ბოლნისის "სიონში" ითამაშებს, - ამის შესახებ კლუბის Facebook-გვერდი იუწყება.
ახალგაზრდა ფეხბურთელი გასულ სეზონში "სამტრედიის" რიგებში ასპარეზობდა, ბოლოს კი ირანულ "სეპიდროდ რეშთის" ღირსებას იცავდა.
"სიონი" მებრძოლი და კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. მთავარ მწვრთნელსაც ვიცნობ და მინდა მადლობა გადავუხადო, მან რთულ პერიოდში მომიყვანა გუნდში და მომცა საშუალება, თავი წარმოვაჩინო. იმედია, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიქნები. რა თქმა უნდა, "სიონის" მიზანია, თითოეულ მატჩზე მაქსიმალური შედეგი აჩვენოს და იმედია, მეც მომეცემა საშუალება, წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში", - ციტირებს
22 წლის ფეხბურთელი ბოლნისელთა ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.