ფოტო: facebook.com/LocomotiveTbilisi/
12 აპრილს საქართველოს ეროვნული ლიგის მე-8 ტური აიღებს სტარტს.
ამ ეტაპისთვის გათამაშებას "საბურთალო" ერთპიროვნულად ლიდერობს და ამ ადგილს არც ამ ტურში დაკარგავს, თუმცა მასთან ყველაზე ახლოს მყოფ სამ კლუბს - თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოს" და ბათუმის "დინამოს" აქვთ შანსი, მიუახლოვდნენ.
დინამო(თბ)-დილა
ფორმაში შესული თბილისის "დინამო" გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს, გორის "დილას" "დინამო არენაზე" მიიღებს.
თბილისელებმა გასულ ოთხ ტურში 10 ქულა მოიპოვეს და 11 გოლის გატანა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ "ტორპედოსთან" ფრედ დასრულებული მატჩის (0:0) შემდეგ "დინამოს" სამწვრთნელო შტაბმა "რუსთავთან" შეხვედრისთვის ძირითად შემადგენლობაში
6 ცვლილება განახორციელა.
"დილას" კი ცუდი სეზონი აქვს, საწყის შვიდ ტურში გორელებმა მხოლოდ 1 გამარჯვების მოპოვება მოახერხეს და ისიც "ლოკომოტივთან", რომელიც სეზონის სტარტზე ძალიან ცუდ ფორმაშია.
გორელები ეროვნული ლიგის ორივე დებიუტანტთან - ბათუმის "დინამოსთან" (0:1) და "ვიტ ჯორჯიასთანაც" (0:1) დამარცხდნენ.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორ ტურში "დილას" ორ ლიდერთან - "საბურთალოსთან" და "ტორპედოსთან" დაპირისპირება მოუწია და გასულ ტურში ქუთაისელებთან მატჩის 52-ე წუთზე ალვინ ფორტესი გაუძევეს, იმ მომენტისთვის კი ანგარიში 0:0 იყო.
ამჯერად გორელთა მეტოქე ლიგის კიდევ ერთი ფავორიტი თბილისის "დინამოა".
თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" დაპირისპირება 12 აპრილს, 19:00 საათზე, "დინამო არენაზე" აიღებს სტარტს.
თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" დაპირისპირება 12 აპრილს, 19:00 საათზე, "დინამო არენაზე" აიღებს სტარტს.
ლოკომოტივი-სიონი
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისის "ლოკომოტივი" ბოლნისის "სიონს" მიიღებს.
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლაშა ჭაღიაშვილი გაათავისუფლა და მის ადგილას ჭაღიაშვილის თანაშემწე და "ლოკოს" 15-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი ლევან კორღალიძე დაინიშნა.

"სიონთან" მატჩი "ლოკოს" ახალი მთავარი მწვრთნელისთვის პირველი გამოცდა იქნება.
"ლოკომოტივს" მიმდინარე სეზონში სულ 2 გამარჯვება აქვს, პირველ ტურში "რუსთავთან" (4:1) და მესამე ტურში "ტორპედოსთან" (2:0), როდესაც ქუთაისელთა 27-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს, შემდეგ კი ზედიზედ ოთხჯერ დამარცხდნენ.
რაც შეეხება "სიონს", ბოლო ტურებში ბოლნისელებიც ცუდ ფორმაში არიან. პირველ ოთხ ტურში კარგი ასპარეზობის შემდეგ, ბოლო სამ შეხვედრაში 10 გოლი გაუშვეს და მხოლოდ 3-ის გატანა მოახერხეს.

კლუბს ირანიდან დაბრუნებული რომან ჩაჩუა შეუერთდა, რომელიც გასულ სეზონში "სამტრედიას" ღირსებას იცავდა.
თბილისის "ლოკომოტივისა" და ბოლნისის "სიონის" დაპირისპირება 12 აპრილს, 21:00 საათზე გაიმართება.
ტორპედო-ვიტ ჯორჯია
ქუთაისის "ტორპედო" ეროვნული ლიგის დებიუტანტ "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს.
მცირე ჩავარდნის შემდეგ "ტორპედო" ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა და ბოლო სამ ტურში 7 ქულა მოიპოვა.
გასულ ტურში კი გორის "დილას" სძლია, სადაც დუბლი 21 წლის ბრაზილიელმა შემტევმა რიჩარდ ლუკამ შეასრულა. ეს ახალგაზრდა მოთამაშის პირველი გოლები იყო ეროვნულ ლიგაში.
მისი წაქცევის გამო მეორე ტაიმის სტარტზე "დილას" ფეხბურთელი ალვინ ფორტესი გააძევეს. მალევე ლუკამ შორი მანძილიდან ლამაზი გოლი გაიტანა, მატჩის ბოლოს კი საკუთარი გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. ის "ტორპედომ" მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ეროვნული ლიგა. VII ტური: ბრაზილიელმა ლეგიონერმა "ტორპედოს" "დილასთან" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]
"ვიტ ჯორჯიას" კი გოლის გატანა უჭირს. პირველ შვიდ ტურში "ვეტერინართა" ანგარიშზე მხოლოდ 3 გატანილი გოლია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც ბევრის გაშვება უყვართ და იმ მატჩებში, სადაც მათ გააქვთ, არ მარცხდებიან.
მიუხედავად ამისა, წინა ტურში ვერაფერს გახდნენ ლიდერ "საბურთალოსთან" და სამბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ (0:3).
"ტორპედოსა" და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირება 13 აპრილს, 16:00 საათზე, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
რუსთავი-დინამო(ბთ)
ეროვნული ლიგის აუტსაიდერი "რუსთავი" საკუთარ მოედანზე ბათუმის "დინამოს" მიიღებს.
"რუსთავი" ეროვნული ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელმაც საწყის 7 ტურში ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო. მასპინძლები გასულ ტურში თბილისის "დინამოსთან" დამარცხდნენ (1:3) და ჯერ კიდევ პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან.
რასაც ვერ ვიტყვით ბათუმის "დინამოზე", რომელიც ეროვნული ლიგის დებიუტანტია, თუმცა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.
გია გეგუჩაძის გუნდის მიერ ჩატარებულ მატჩებში, "ვიტ ჯორჯიას" მსგავსად, ბევრი გოლი არ გადიოდა, თუმცა გასულ ტურში ბათუმელებმა "სიონთან" სტუმრად "დააქამბექეს" (4:2), "ემპოლის" ყოფილმა მოთამაშე რომან ჭანტურიამ კი დუბლი შეასრულა - ეს მისი პირველი დუბლია ეროვნულ ლიგაში.

დასრულდა მიხეილ ალავიძის 4-მატჩიანი მშრალი სერიაც, "დინამოს" მეკარემ 360 წუთის განმავლობაში არ გაუშვა გოლი.
"რუსთავისა" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება 13 აპრილს, 19:00 საათზე, რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.
საბურთალო-ჩიხურა
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის მე-8 ტურს მოქმედი ჩემპიონის, "საბურთალოსა" და "ჩიხურას" შეხვედრა დახურავს.
"საბურთალო" მიმდინარე სეზონში ყველაზე გამორჩეული კლუბია. 6 მოგება და ერთადერთი მარცხი (2:4) თბილისის "დინამოსთან" დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში განიცადა.
გასული ტური "ვიტ ჯორჯიასთან" "საბურთალოს" ახალგაზრდა შემტევის, გიორგი კოხრეიძის ბენეფისად იქცა, რომელმაც გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
"ჩიხურა" "საბურთალოსთან" ერთად ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მარცხი აქვს, გასულ ტურში კი თბილისის "ლოკომოტივის" მინიმალური ანგარიშით დამარცხება (1:0) შეძლო, რასაც "რკინიგზელთა" მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებაც მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ საჩხერელთა რიგები გასული სეზონის შემდეგ რამდენიმე ლიდერმა დატოვა, ისევ ანგარიშგასაწევ ძალად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ საჩხერელთა რიგები გასული სეზონის შემდეგ რამდენიმე ლიდერმა დატოვა, ისევ ანგარიშგასაწევ ძალად რჩება.
"საბურთალოსა" და "ჩიხურას" დაპირისპირება 13 აპრილს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.