ეროვნული ლიგა. IX ტური: ჩაბრაძის ულამაზესი გოლი, გაძევება 91-ე წუთზე - პირველი წრის ჩემპიონი ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: fcsaburtalo.ge

20 აპრილს ეროვნული ლიგის IX ტურის მატჩი გაიმართა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის "საბურთალომ" ბოლნისის "სიონი" ანგარიშით დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა. მცველმა გრიგოლ ჩაბრაძემ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია მეტოქეს და საჯარიმოში შესვლითანავე ულამაზესი დარტყმით ცაციათი კარის მარცხენა კუთხეში მოათავსა ბურთი.

აღსანიშნავია, რომ ჩაბრაძეს 20 აპრილს 23 წელი შეუსრულდა და დაბადების დღეს მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს.

მეორე ტაიმში "საბურთალომ" უპირატესობა ორამდე გაზარდა. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი მეორე გოლი ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა.

რამდენიმე წუთში კი ვილი ისიანმა სხვაობა
მინიმუმამდე შეამცირა. 79-ე წუთზე კი ლუკა ლაკვეხელიანის პასით გიორგი დიასამიძემ გაიტანა და სხბაობა კვლავ ორბუთიანი გახადა.

შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ზვიად სიხარუალიამ "საბურთალოს" საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და გოლი შეაგდო - 2:3.

შეხვედრის 91-ე წუთზე მსაჯმა ორი ყვითელი ბარათი უჩვენა ვლადიმერ დვალიშვილს და მოედნიდან გააძევა, დარჩენილ რამდენიმე წუთში კი ანგარიში არ შეცვლილა და საბოლოოდ "საბურთალომ" 3:2 იმარჯვა.

"სიონმა" და "საბურთალომ" ამ მატჩის პირველი წრე დაასრულეს. "საბურთალომ" 21 ქულა დაგროვა და პირველი წრის ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება.

ბოლნისი. თამაზ სტეფანია
სიონი-საბურთალო 2:3
გოლი: 0:1 გრიგოლ ჩაბრაძე (6), 0:2ვლადიმერ დვალიშვილი (56), 1:2 ვილი ისიანი (61), 1:3 გიორგი დიასამიძე (79), 2:3 ზვიად სიხარულია (88)
გაძევება: 91 ვლადიმერ დვალიშვილი (საბურთალო)

სიონი. 4-2-3-1: თორნიკე ზარქუა, რომან ჩაჩუა, ლაშა უგრეხელიძე, ვაჟა ქიქავა, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე, ჯაბა უგულავა, დათო კირკიტაძე, ვილი ისიანი, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

საბურთალო. 4-4-2: ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი კოხრეიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, დაჩი ცნობილაძე, გიორგი დიასამიძე, ელვინ ტერა, სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 3 /
თვალში საცემია გულშემატკივართა სკამებზე ფეხით დგომა ეს არც ევროპულია და არც ამერიკული ეს ბანგლდესურია ინფრა სტრუქტურას კი ვითხოვთ მარა ადრეა ჯერ ჩვენთვის ალბათ.
soso
22:30 20-04-2019
0
ტყუილად არ მისცემდა წითელს დროა ფედერაციამ კიჭები გამოაჩინოს და სათანადოდ დასაჯოს გუნდები ფეხბურთელები როდემდე უნდა შლიდნენ ხელებს დადევდნენ მსაჯებს წითელი ააკარით და მიეცით დისკვალიფიკაცია სანამ ჭკუას არ ისწავლიან ფეხბურთი ჩვენთან არ იქნება
NIGHT
21:30 20-04-2019
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
23
15
2
6
23
47
24
14
4
6
17
46
23
10
4
8
7
34
24
6
10
8
3
28
24
7
7
10
-9
28
24
7
5
12
-6
26
24
7
5
12
-29
26
24
4
4
16
-20
16