ეროვნული ლიგა. XI ტური: ფანები, დაძაბული შეხვედრა და ზივზივაძის გამარჯვების გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 მაისს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩი წყალტუბოში ქუთაისის "ტორპედოსა" და ბათუმის "დინამოს" შორის ანგარიშით 3:2 დასრულდა.

ამინდის მიუხედავად ორივე გუნდის ფანები მრავლად ესწრებოდნენ წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონს.

შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე ნოდარ ქავთარაძეცმ მათე ცინცაძის პასის შემდეგ გახსნა, ხოლო 25 წუთში ქავთარაძემ თენგიზ წიქარიძის პასის შემდეგ საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით მეორე გოლიც შეაგდო.

ამის შემდეგ ბათუმის "დინამო" უტევდა და სხვაობის შემცირებას ცდილობდა, რაც პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მოახერხა. ბათუმელთა შეტევის დროს მამუკა კობახიძეს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და
პენალტი ნიკოლოზ საბანაძემ შეასრულა და ანგარიში 2:1 გახდა.

სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმში მოახერხეს, ჯოვინიო ფლამარიონიმ საჯარიმოს ფლანგისკენ საბანაძეს გადასცა ბურთი თავად კი ცენტრში შეიწია, საბანაძეს პასმაც არ დააყოვნა და ბრაზილიელმაც გაიტანა.

მე-80 წუთზე ლევან გეგეჭკორის ჩაწოდების შემდეგ ბუდუ ზივზივაძე ყველა მაღლა ახტა, ორ მცველს მეორე სართულზე ბრძოლაში აჯობა და თავური დარტყმით ლამაზი გოლი გაუტანა პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელს მიხეილ ალავიძეს.

წყალტუბო. 26 მაისის სახელობის სტადიონი
ტორპედო-დინამო (ბთ) 3:2
გოლები: 1:0, 2:0 ნოდარ ქავთარაძე (3, 28), 2:1 ნიკოლოზ საბანაძე (პენ. 45+5), 2:2 ჯოვინიო ფლამარიონი (61), 3:2 ბუდუ ზივზივაძე (80)

ტორპედო. 4-2-3-1: როინ კვასხვაძე, დავით ხურცილავა, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, თენგიზ წიქარიძე, ბუდუ ზივზივაძე, ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, რიჩარდ ლუკა

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

დინამო (ბთ). 4-4-1-1: მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, გიული მანჯგალაძე, ნიკოლოზ საბანაძე, ჯოვინო ფლამარიონი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, გაბრიელ რამოსი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა ბიჭებს! ქავთარაძემ ისეთი სუპერგოლები გაიტანა ამ თამაშის ვერ მოგება საცოდაობა იქნებოდა.
ტორპედო!
21:55 04-05-2019
3

სიახლეები პოპულარული