8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი - სუს-ი მოთამაშეების დაკავებას ადასტურებს და ვიდეოკადრებს ავრცელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფეხბურთელების დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას და ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელსაც Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას"ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ.,
საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. "ჰანდიკაპით" – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ "თბილისის მერანსა" და საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ "ბათუმის დინამოსთან" შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს."
მკითხველის კომენტარები / 15 /
ამათ თუ 93 მიიღეს იმათ წარმომიდგენია რამდენი მოხვეტეს
amber
18:13 21-05-2019
0
თავისთავად ცუდი ფაქტია და გამართლება არა აქვს ამათ საქციელს, მაგრამ ჯოხის მარტო ამათზე გადატეხა არ იქნება სწორი. ჯერ ერთი ის მოიკითხეთ იგივე ვიტჯორჯიადან რატო წავიდა მწვრთნელები, მერე ის იკითხეთ ამ გუნდში ხელფასები დროულად თუ რიგდება? არადა სახელმწიფო დიდ ფულს ხარჯავს ბიუჯეტიდან კლუბებისთვის. ახლა გურიაში იკითხეთ თუ აქვთ ელემენტარული პირობები ფეხბურთელებს? რა ხდება ტორპედოში? რატო აქვთ ფინანსური პრობლემები? სად წავიდა უეფადან (საქართველოს მაშტაბით) გადმორიცხული მსუყე თანხები? ან რა დაემართა სამტრედიას, რომელიც ორი წლის წინ ევროტურნირზე თამაშობდა (და მათაც საკმაოდ დიდი ფული ჩაერიცხათ იგივე უეფადან) სად არის დღეს? ჩემი აზრით ყველა კლუბში უნდა ჩატარდეს სრულყოფილი ფინანსური შემოწმება და კლუბის სათავეში მყოფი ხელმძღვანელები (ვირთხები, ვისაც ეხება ეს ეპითეტი) ყურებით უნდა გამოათრიო იქედან, წრუწუნებივით დაადგა ფეხი მუცელზე და მოატანინო უნდა სახლში წაღებული ფულები. კიდე ვიმეორებ ამათ საქციელს გამართლება არა აქვს მაგრამ მშიერი ფეხბურთელი ყველაფერზეა წამსვლელი მათაც ოჯახები ყავთ. მოკლედ ლიფსიტების დაჭერა კარგია, მაგრამ ეხლა დროა ღლავები და ვეშაპები დაიჭიროთ!.
სიმართლის მთქმელი
13:41 21-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
20
12
3
5
13
39
19
11
2
6
12
35
20
10
4
6
11
34
19
5
8
6
3
23
19
6
4
9
-1
22
19
6
4
9
-24
22
19
3
6
10
-13
15
19
4
2
13
-15
14