ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946
"ვიტ ჯორჯიასთან" წაგების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, კახა ჩხეტიანი ქუთაისის "ტორპედოს" ტოვებს. უცნაური ის იყო, რომ მეორე ტაიმში ჩხეტიანი სათადარიგოთა სკამიდან არ ამდგარა, რაც მას არ ახასიათებს.
ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მატჩის შემდეგ მიიღო, მაგრამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა: "მიხედეთ "ტორპედოს".
გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, ჩხეტიანი გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ "ტორპედოში" ფინანსური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება. ამის თაობაზე კი კლუბში უახლოეს დღეებში შეკრება გაიმართება და ყველაფერი იქ გადაწყდება.
ერთ-ერთმა ტორპედოელმა კი ლელოსთან
განაცხადა, რომ თითქმის ყველა წამყვანმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა გუნდიდან წასვლა და თუ გათავისუფლების ფურცელს არ მიიღებენ, ამას იურიდიული ხერხებით შეეცდებიან.
საინტერესოა, რომ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩზე ქუთაისელი ფეხბურთელები საკუთარი ავტომობილებით ჩამოვიდნენ, ჩხეტიანმა კი სტადიონი საკუთარი მარჯვენასაჭიანი "ნისან მარჩით" დატოვა.
წყარო: lelo.ge
ამით რისი თქმა გსურთ?