"ტორპედო" მე-9 ფეხბურთელმა დატოვა - კლუბი ღრმა კრიზისშია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ძირითადი შემადგენლობის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა - იმერული კლუბიდან ამჯერად გიორგი ქიმაძე წავიდა.

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს. იმედია, ერთ დღეს "ტორპედო" ისევ ისეთი ძლიერი იქნება, როგორიც იყო!" - ციტირებს ქიმაძის სიტყვებს ქუთაისელთა Facebook-გვერდი.

27 წლის ფეხბურთელი რიგით მე-9 მოთამაშეა, რომელმაც ევროთასების წინ კახა ჩხეტიანის გუნდი დატოვა.

აქამდე კლუბიდან მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, რიჩარდ ლუკა, მერაბ გიგაური, ლევან გეგეჭკორი, ამბროსი ჩაჩუა და ნოდარ ქავთარაძე წავიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ქიმაძე კარიერას თბილისის
"დინამოში" გააგრძელებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მართლა რომ შოკში ვარ. აიღეთ "ამერი" "ზესტაფონი" რაუყვეს დედა უტურეს ეხლა ტორპედო პროსტა რა უნდა გვეშველოს....
შოკში ვარ
21:05 27-06-2019
0
ფედერაცია რა შუაშია თქვენ ნორმალურები ხართ? რამე პრობლემა თუა ეგრევე ფედერაციას რატო ადგები? კერძო კლუბია თავისი თაღლითი მფლობელით რომელმაც ესე შუა გზაზე მიატოვა გუნდი და ფედერაციამ რა უნდა ქნას? ჩაჩავას ყური აუწიოს? თუ ხალხის ფულით ვაფინანსოთ ისევ ქართული ფეხბურთი 2019 წელს?
superman
14:31 27-06-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული