უეფას მიერ ამ დრომდე არ იყო განმარტებული მიზეზი თუ რამ გამოიწვია ეს. ვრცელდებოდა არაერთგვაროვანი ინფორმაცია და არგუმენტს მოკლებული მიზეზები, თუ რის გამო მიიღო უეფამ ეს გადაწყვეტილება.
ჩვენ დავუკავშირდით თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი ბუხალს, როგორც მან განგვიმარტა, რეალური მიზეზი "დინამო" - "გაბალას" დაპირისპირების დროს, თბილისელთა გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერი წარწერით "88" გახდა.
უფრო კონკრეტულად "88" არის ნაცისტური სიმბოლო და მას ნეო-ნაცისტები იყენებენ.
როგორც კლუბში გვითხრეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და 5 დღის განმავლობაში გახდება პასუხი ცნობილი.
თბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
უეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება