"თუ "ტორპედო" ეროვნული ლიგიდან გავარდა, დედას გიტირებთ!" - ფანკლუბი

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/We-Are-Torpedo-ჩვენ-ვართ-ტორპედო

ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბი "We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო" "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!!

აუცილებლად წაიკითხეთ ყველამ და გააზიარეთ.

თუ 31 აგვისტომდე "ტორპედოში" დავალიანება არ გასწორდება, კლუბს 6 ქულას ჩამოაჭრიან და ამის შემდეგ უკანასკნელ ვადას მისცემენ ჩაჩავას, 2 კვირას და თუ იმ 2 კვირაშიც არ გასწორდება დავალიანება, "ტორპედოს" ეროვნული ლიგიდან ოფიციალურად გააგდებენ.

ეს თუ მოხდა, ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება. ბევრი რამ გადავყლაპეთ, მოვისმინეთ უამრავი ტყუილი, დაგვეშალა
გუნდი, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და იმათაც 2 თვეა კაპიკი არ აუღიათ.

4 დღე გაქ, ჩაჩავა, ზუსტად 4 დღე !!! შენთვისვე აჯობებს, დღესვე გამოხვიდე ტელევიზიით და გააკეთო განცხადება, რო მოგვშორდი, თორე ამ გუნდის ელიგიდან გავარდნას არავინ გაპატიებს, რიკოთს აქეთ არ გამოგიშვებთ და სადაც არ უნდა იყო, მოგწვდებით.

ასევე მოვუწოდებთ ფედერაციას და მერიას, რო დროზე მოაშოროს ეს კაცი ამ გუნდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენც ცუდად დაამთავრებთ, ყველა ერთად ხართ შეკრულები და ამის დანახვა ძალიან მარტივია!!!

ეს გუნდი არ გავარდეს, თორე საშინელი ამბები დატრიალდება, გპირდებით. ეს არაა მარტო ერთი ადამიანის სიტყვები, ეს მთელი ქალაქის სიტყვებია!!!

4 დღე დაგრჩათ ყველას, არ უშველით გუნდს და ისეთ ბანერებს გაგიკეთებთ ელიგის თამაშებზე, უეფადან ჯარიმა ჯარიმაზე მოგივათ, დედას გიტირებთ სუ ყველას !!! ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, დასაკარგი აღარაფერი გვაქ, დედას გიტირებთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით !!!".

Sportall.Ge

ქუთაისის "ტორპედო" 24 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 35 ქულით მე-5 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 49 /
მაგ ჩაჩავას სახეზე ეტყობოდა ვინც იყო, ვთქვი მე თავიდანვე აფერისტს გავსთქო...
zviads
26 აგვისტო 2019 17:34
1
ეს ჩაჩავა რა გაგიხდათ ქუთაისს, ედიკა მოიშორა საქართველომ და ეს ჩაჩავა ....
დინამო
26 აგვისტო 2019 17:04
0
ედიკა და მიშა)))
dato
26 აგვისტო 2019 17:24
5
პროტესტი სამართლიანია, მაგრამ "ბლატნოი" და დაბალინტელექტუალური მასა მოწინააღმდგესთან ურთიერთობის სწორ ფორმას ვერასდროს გამონახავს. რას გავს ეს განცხადება ? რას ფიქრობდით როცა აქვეყნებდით ?
პ.ს. მაინტერესებს, ელიგის თამაშებზე გამოფენილი ბანერების გამო უეფა ახდენს რეაგირებას თუ ჩვენი ფედერაცია ?
korben dallas
26 აგვისტო 2019 15:40
19
კიდე ზდილობიანად დაწერა მაგ კაცმა ეტყობა ქუტაისური კულტურა თორე კახურად უნდა ეთქვა.რა თქვ არასწორი იმას გიზამთ ჩვენცო რაც ქართულ ფეხბურთს უშვებითო...
mosexoneli
26 აგვისტო 2019 18:41
5
შიდა ჩემპიონატს ჩვენი ფედერაცია არეგულირებს. და უეფას თამაშებზე რომ რაიმე ისეთი ბანერი გამოფინო, რაც ეწინააღმდეგება წესდებას - უეფასგან მოგივა ჯარიმები და ა.შ.
ზუზუ
26 აგვისტო 2019 15:53
1
ფედერაციაც უკან დაგრჩებათ და ელიგაც ამ პრობლემას დროზე მიხედეთ სისხლით აგებთ პასუხს ამაში დარწმუნებული იყავით ფედერაციის შეფებო როარ მოელოდიბით იმ დროს მოგელით "სურპრიზი" ეს უკვე რადიკალიზმის სრულიად სამართლიანი საფუძველია ტორპედოს რასაც უკეთებთ ამას არავინ გადაყლაპავს დაგემხობათ ეს ისედაც დაქცეული ლიგა თავზე
Daybnost
26 აგვისტო 2019 15:09
14
ძალიან კარგია, ფეხბურთი რომ ასე გიყვართ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ამ ქვეყანაში ფეხბურთი მკვდარია, ფედერაცია კი უბრალოდ ხალხის ფულის მჭამელებით არის გამოტენილი, კორუფციაშია ეს ქვეყანა ჩაძირული და ამას აღარაფერი ეშველება....
gio
26 აგვისტო 2019 16:07
19
ვეთანხმები იმ აზრს რომ ცოტა უფრო შინაარსიანი განცხადების გამოქვეყნება იყო საჭირო.არ დამიწყოთ ეხლა ჭკვის სწავლება,შეურაცყოფა და რამის სეპარატისტული განცხადებები,ოღონდ ერთი მიპასუხედ მხოლოდ:აქამდე სად იყავით??? იძახით ტორპედო ჩვენია ჩვენიაო.თუ თქვენია სად იყავით აქამდე? და თუ თქვენია ფედერაციისგან რა გინდათ? კი ბატონო ფედერაციაში მთლად სუფთად არამგონია იყოს საქმე,მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რას ედავებით ფედერაციას ??? წარმატებები ტორპედოს,დეხბურთელებს და კახა ჩხეტიანს!
ლ.გიო
26 აგვისტო 2019 20:38
20
ნუ, ამ ტექსტის შინაარსზე რომ არაფერი ვთქვათ, მართლწერაზეც კი ეტყობათ განათლების დაბალი დონე. "ძან", "გაქ", "გვაქ" და ა.შ.
შინაარსი კიდევ ცალკე საკითხია.
სამწუხაროდ, ყველა უბედურება, რაც საქართველოს სჭირს, გაუნათლებლობით და სიბნელითაა გამოწვეული.
პ.ს. პირად შეურაცხყოფად ნურავინ მიიღებს, ეს, ზოგადად, საქართველოს პრობლემაა.
Hmm
26 აგვისტო 2019 15:18
25
შინაარსი ცალკე საკითხი კიარა,შინაარსია მთავარი საკითხი.შენნაირებს გირჩევთ განზე გადგეთ და უაზრო კომენტარებისგან და ჩარევებისგან თავი შეიკავოთ,სანამ ჩვენ რამეს ვაკეთებთ ჩვენი ღირსების დასაცავად და უსამართლობას ვებრძვით.
ის რასაც შენ გაუნათლებლობას ეძახი,ეტყობა არხარ ქუთაისელი და ვერ იაზრებ რომ საქართველოში სხვადასხვა კუთხეში თუ ქალაქში,სხვადასხვაგვარად საუბრობენ და იყენებენ სიტყვებს.ძალიან ამრტივად შეიძლებოდა პოსტი დაგვეწერა გრამატიკულად გამართული,ყველანაირი სტილისტური შეცდომების გარეშე,მაგრამ პოსტის მთავარი აზრი არა მართლწერა,არამედ ჩვენი პოზიციის გამოხატვაა,ემოციურად და "გლეხურად".
გახსოვდეთ,ჩვენ არ ვართ ფულში მცურავი ელიტარული *ლინამო,ჩვენ ვართ მუშათ კლასის გუნდის ფანებ. :)
:))
26 აგვისტო 2019 16:18
15
პირდაპირ მუქარას შეიცავს. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ამ მუქარის ავტორები.
ტიპიური თავხედური ქუთაისური გამოხტომაა..
გიორგი
26 აგვისტო 2019 14:48
85
მესმის ტორპედოს ფანების რეაქცია, შეიძლება გამოხატვის ფორმა ვიღაცას არ მოეწონა, მაგრამ მიზანი გასაგებია. ეს ხალხი ფეხბურთით ცოცხლობს და როცა ამ დიდ სიხარულს ართმევ ისედაც უამრავი პრობლემით დატვირთულ შიმშილის ზღვარზე მყოფ ხალხს სხვას რას უნდა ელოდო კაცმა? ფედერაციას რაც შეეხება მათ გასაგონად ვიტყვი: ზუსტად მსგავსი სიტუაცია იყო შარშან სამტრედიაში როცა ,,სამტრედიელმა ჩაჩავებმა"- გია ომანაძემ და პაატა შალამბერიძემ შეჭამეს გუნდის ფულები და დააქციეს გუნდი, გააგდესუმაღლესილიგიდან, იმისნაცვლად, რომ მათვის პასუხი მოეთხოვათ ადგნენდა ,,ბატონი შალამბერიძე"ფედერაციაში დაასაქმეს საკმაოდ მაღალ პოსტზე (ეკუთვნიდა კი). და ბოლოს მოვუწოდებ სახელმწიფოს შესაბამის საგამოძიებო და სამართამდამცავ ორგანოებს კეთილი ინებეთ და შეამოწმეთ ყველა გუნდის ბოლო წლების ფინანსური მდგომარეობა, ვინ როგორ დახარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი და კლუბებისთვის მიცემული თანხები, ერთხელ და სამუდამოდ დაისაჯოს ჩაჩავასნაირი ვირთხები და იმის ნაცვლად, რომ სამართლიანად გაბრაზებულ ხალხს პროტესტის ფორმა, თუ ტექსტის შინაარსი დაუწონოთ სჯობს დამნაშავეების დასჯა მოითხოვოთ.
samtrezia
26 აგვისტო 2019 16:05
1
გიორგი შენ იცი რა გუნდი დაგვიშალეს ხელოვნურად?შენ იცი ქუთაისში როგორ გვიყვარს ფეხბურთი? იცი რომ ტორპედო ჩვენთვის მეორე ოჯახია? შენს ოჯახს ვინმე რომ ანგრევდეს “დედას გიტირებ”ს აკმარებ? ნუ გამო##ნაურდებიყ აქ და ნუ აგვიშლით ნერვებს უარესად
26 აგვისტო 2019 15:38
7
ყველა გამოხმაურება
ტორპედოს ფანებო, 2020ში თქვენ დაგიჭერთ მხარს პარლამენტში თუ იყრით კენჭს :D
ცუდი დღე ადგას ქართულ ფეხბურთს.
21 საუკუნეში რომ ასეთი ამბები ტრიალებს კლუბში სირცხვილია
თემო
26 აგვისტო 2019 15:42
9
რა კოხტად შეკოწიწებული და ფეხზე დამდგარი გუნდი ჩაძირეს...
......................11111122223333
26 აგვისტო 2019 15:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული