ეს მიმოწერა "ტორპედოს" ქომაგსა და ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის წევრს შორის შედგა. კლუბში დასაქმებულ პირს 7 თვეა ხელფასი არ აუღია, არათუ კომუნალურების, არამედ საჭმლის ფული არ აქვს და უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფება. შეფასება თქვენთვის მოგვინდვია.
ჩვენ ვთხოვეთ ამ ადამიანს ღიად ესაუბრა, თუმცა ამ ეტაპზე უარი გვითხრა.
ამავდროულად, ვიმედოვნებთ, რომ კლუბში არსებული სიტუაცია დალაგდება და ქუთაისური გუნდი ისევ ისე გააძლიერებს ეროვნულ ლიგას.
"ტორპედოს"
შეგახსენებთ, 11 სექტემბერს, ფანების მოთხოვნით, ქუთაისის მერიაში შეხვედრა შედგა, სადაც ქალაქის მერმა ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ სარჩელს ხელი მოაწერა. თუმცა კონკრეტული დაპირებები ჯერ კიდევ ვერ გაიცა. მიზეზად მერია კლუბში არსებულ 3-მილიონიან დავალიანებას და კანონმდებლობას ასახელებდა.
ხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]
კახა ჩხეტიანის 3 წელი "ტორპედოში" - მძიმე ვითარებაშია, თუმცა არ ნებდება!