კახა ჩხეტიანი: კვების პრობლემა გვაქვს - "ტორპედოთი" ქართველი და უცხოელი ინვესტორები დაინტერესდნენ

AutoSharing Option
"ტორპედოს" მდგომარეობაზე მისმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ისაუბრა.

"ტორპედოთი" არიან დაინტერესებულები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. დღეს ქალაქის მერიაში დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ ინვესტორთან და იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება...

თამაშებზე აუცილებლად გავალთ. კი, გვაქვს პრობლემა, მაგრამ "ტორპედო" ჩემპიონატის ჩაშლას ხელს არ "შეუწყობს". გავალთ და ვითამაშებთ. მე, როგორც რიგითი ქუთაისელი, ბოლომდე აქ ვიქნები!

არანაირი ბოიკოტი - ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა. აღარაა თანხა, შესაბამისად, გუნდი ვერ ივარჯიშებს. ფეხბურთელებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ იმ
დღიდან, როცა ფინანსური პრობლემა შეგვექმნა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გვერდით გვიდგას და გვეხმარება ფინანსურად. გარდა იმისა, რომ ფედერაცია მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა ხარჯებს გვიფარავს, ერთი თვის წინ ერთი თვის ხელფასიც გამოგვიყო", - განუცხადა ჩხეტიანმა კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ქუთაისელო მეგობარო მე მესმის შენი გულის ტკივილი,მაგრამ ვერ დაგეთანხმები.ოღონდ მითხარი რაში უნდა ჭირდებოდეს ტორპედოს დაშლა ვინმეს,ფედერაციას მით უმეტეს.მე როგორც ვიცი არარეალურად მაღალმა ხელფასებმა დაშალა ტორპედო.ინვესტორი კიდევ იმიტომ წავიდა რო მიხვდა ჩაჩავა ფულებს რო ჭამდა.ვერ დაგეთანხმები იმაშიც რო ვინმეს გაუხარდა.ფეხბურთი გიყვარდეს ქართველ კაცს და რომელიმე გუნდის დაშლა გაგიხარდეს,ხო დაუჯერებელია ძმაო. კაი და ტორბედოს დაშლა ფედერაციას და ვიღაცეებს აწყობთ,სამტრედიის,გურას,ფოთის კოლხეთის დაშლა ფედერაციას აწყობს...კაი რა თუ ძმა ხარ...ფედერაციას კი არა ამ ყველა ჩამოთვლილ გუნდებში ვიღაცეებმა ფული აკეთეს და სანამ ფული იყო გუნდმაც გაქაჩა.გაიხსენეთ სამტრედიაში,გურიაში,კოლხეთში გაურკვეველი რეპუტაციის მწვრეთნელების და ფეხბურთელების ჩამოყვანა.ფული აკეთეს ზუსტად მანდ.და ტორპედოშიც აკეთეს ფული და ფედერაცია რა შუაშია და რაღაც შეთქმულებები??? მაშინ თქვით როგორ და რა მიზნით დამართეს გუნდს ეს ამბავი თორე ასე მარტო ვიძახით რო ტორპედო დაშალეს და ა.შ სპეციალურად.მიზეზეს ვერ ვხედავ რატო,რისთვის, „რა მდგომარეობაა,რა ვითარება“???
Jordan Beli
17:14 11-10-2019
1
cina komentarchi gitxarit araa sachiro damcinavi toni komentarebchi, kelexebchi iaret, es gundi dasachlelia, chachavas motxovet da asetebi, jererti sadaa chachava vin icis, torpedo dachales mizanmimartulad, aris xalxi sakartvelochi romlebsac martla ahagvlebs torpedos bedi, bevrsac uxaria da xalisobs aset dgechi ro vart, torpedos da kutaiss arasdros ckalobda pederacia, da gansakutrebit msajebi, ragbis pederaciam kutaisis ragbis stadioni ar gvatxova, kutaischi ro torpedos etamacha kutaisis ragbis stadionze amis uplebac ar mogvca sakartvelos ragbis pederaciam, ragac uazro mizezis gamo,amis mere ragazea saubari, cina pederaciis prezidentis dros 30 atasi laris arkonobis gulistvis meore ligachi gagvagdes, da es tkves chempionatamde erti kvirit adre, imitom rom xalxs ar cheegrovebia is 30 atasi lari, da aseti usamartlobebi sul xdeboda torpedos mimart, da sul naxulobda kutaiseli xalxi zalas da chemartebas ro misi sakvareli da ertaderti torpedo isev pexze daekenebia, ase ikneba axlac mtris jinaze, romelic mravlad kavs kutaisur gunds , sadac ar unda gagvagdot mainc davbrundebit amaze zlierebi, amaze upro motivirebulebi da isev vibrzolebt chempionobistvis, kutaisistvis ,torpedostvis.
KUTAISELI
15:33 11-10-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული