ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კლუბში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"კატასტროფული მდგომარეობაა. წასული ფეხბურთელებიდან ზოგმა უეფაში გვიჩივლა და კლუბმა, შესაძლოა, ლიცენზირების პროცესი ვერ გაიაროს...
ამაზე უარესს დღეში ვერ ვიქნებით. ეს პიკია და იმედი მაქვს, დროულად გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც გუნდს გვერდში დაუდგება და დაეხმარება.
ალბათ ასეთი რამ მხოლოდ ჩვენთან შეიძლება მოხდეს: როცა კლუბი აღმავლობის გზაზეა, ჩემპიონატისთვის ემზადება, ევროტურნირებისთვის 3-4 ფეხბურთელით გაძლიერებას საჭიროებს, სწორედ მაშინ იშლება უცებ ყველაფერი... ალბათ მთელ მსოფლიოში მსგავსი რამ საუკუნეში ერთხელ ხდება... სამწუხაროდ, მოხდა ჩვენთან!", - თქვა ჩხეტიანმა კლუბის "ფეისბუქ-გვერდთან" საუბარში.
ხოლო ის ბიჭები კი ვისაც ახლა უცხადებს ჩხეტიანი ნდობას,ყველა უკლებლივ უნდა გადაიყვანოს მომავალი წლის ჩემპიონატში და დაუფასოს შრომა,მისცეს სტიმული და გაიზარდონ.
ისე კი სასტიკად სამწუხარო ამბავია რომ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში თითქმის 190 000 მოსახლეობით, სადაც ყველა მჯიღს ირტყავს მკერდში ტორპედო ტორპედოო და იმუქრება კლუბი არ გავარდეს თუ არა დედას გიტირებთ ყველასო, რატომ ჯიბეზე ხელი არავინ გაიკრა?გაჯობათ მთელს ქალაქს და მის უხერხემლო მერიას ჩაჩავამ. თუმცა მის მოსვლამდე იძახოდით მაგაზე კაცური კაცი ვინ მოვა ჯიბის ფულით გაუფორმებელ კლუბს ეხმარება და მიჰყიდეთ კლუბი მაგასო.მიჰყიდეს და რეზულტატიც სახეზეა.ისევე როგორც ვისოლზე იძახოდნენ მაგენი მოვიდნენ და ხელის გულზე ვატარებთო, მაგრამ სულ დედის გინება ჰქონდათ გამოწერილი ძმებ ფხაკაძეებს....
არ არის კაცური ამბავი როცა სხვას უჭირს და იმ დროს მას დასცინი.
მე რაც ზევით დავწერე ეს თანაგრძნობა და რელობის შეხსენებაა.
ხოლო ახლა რასაც დავწერ ეს არის საქციელის და თანაც უმსგავსოს შეხსენება:
2011 წელს სამტრედიას ისე უჭირდა რომ უარესი არ ვიცი რა უნდა ყოფილიყო, ჩხეტიანს ალბათ რომნ სცოდნოდა სამტრედიას ამბავი ამ ინტერვიუსად არ მისცემდა :) . საჭმელით და წინდებით, მაისურებით და კბილის ჯაგრისებით ეხმარებოდა რიგითი ისედაც გაჭირვებული თვითონ მოსახლეობა. ზესტაფონში 4-1 რომ წააგო იმ დღეს ქუთაისელმა "ბალელშიკებმა" ქილიკი დაიწყეს ინტერნეტის სხვადასხვა ფორუმებზე რომ რათ უნდა ისედაც სოფელს სამტრედიას კიდევ ასეთი სოფლის გუნდიო, თურმე წინდებს მოსახლეობა ყიდულობს მათთვისო, რა საჭიროა უფულო და გატყავებული კლუბი საერთოდო,ამას წერდნენ იმით შეგულიანებული რომ მულტიმილიონერი მეპატრონე ჰყავდათ.
ასეა ძმებო, ფეხბურთის სიყვარული და გულშემატკივრობა ეს მზესუმზირას კვნეტა არ არის და არავინ იცის კიდევ რომელი კლუბი რა დღეში ჩავარდება და თუ სიყვარული გამოძრავებს მაშინ მიუხედავად იმისა ვინ რამდენი მოიპარა, დღეს რომ უჭირს კლუბს ადექით და ჯიბეზე ხელი გაიკარით, როგორც ეს 'სოფელ სამტრედიაში" "სოფლის კლუბისათვის" ჰქნეს ადგილობრივებმა, "სოფლის კულტურის სახლში" შეიკრიბენ და რამდენიმე ათეული ათასი ლარი შეკრიბეს კლუბისათვის ( არ მახსოვს ზუსტად 29600 იყო თუ 19600).
მიხედეთ ტორპედოს, მისი არსებობა ფეხბურთს სჭირდება.ისევე როგორც სამტრედიასი და სხვების>
წელს სამწუხაროდ სამტრედია ვერ გადმოვა უმაღლეს ლიგაში,უფულობის გამო მას არა ჰყავს ისეთი ძლიერი კლუბი რომ სიონი, რუსთავი და სხვები გაიაროს.მაგრამ მათ იმდენი საარსებო თანხა კი აქვთ რომ მეორე ლიგაში ყველასათვის მრისხანე ძალა იყვნენ, სჯობს იქ იყვნენ ლიდერები ვიდრე უმაღლესში ყველას საცემი.
მოდერატორ, მაგარი უსინდისობა მოგივა თუ ამ კომენტარს არ გაუშვებ!