ეროვნული ლიგა. XXXII ტური: ბათუმის "დინამომ" შესაძლოა, "ვიტ ჯორჯიასთან" ოქრო დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" ვერ დაამარცხა და ფრე 1:1 ეთამაშა.

მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს, საჯარიმოში ბურთი სტუმართა გუნდის მცველ სეხნიაშვილს მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ფლამარიონის შესრულებული თერთმეტმეტრიანი ისერგიშვილმა მოიგერია, მაგრამ ყველას ჯიღაურმა დაასწრო და ანგარიში გახსნა.

ზღვისპირელებმა ამის შემდეგ არაერთი მომენტი ვერ გამოიყენეს და დაისაჯნენ კიდეც: 87-ე წუთზე საჯარიმოდან აწეულ ბურთზე სეხნიაშვილმა იმარჯვა და თავით ალავიძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ბოლოს "დინამო" შტურმზე გადავიდა, თევდორაძის დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში ისერგიშვილმა მოიგერია, ჯიღაურმა
კი სამიოდ მეტრიდან ვერ უწია მიზანს და 1:1.

ბათუმის "დინამო" 64 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსანი თბილისის "დინამო" 2 ქულით ჩამორჩება, მესამე პოზიციაზე მყოფი "საბურთალო" 4 ქულით და 27 ოქტომბერს ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან.

მოკლედ, ჩემპიონატის დაძაბული ფინიში გველის.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - ვიტ ჯორჯია 1:1
გოლები: 1:0 ჯამბულ ჯიღაური (3), 1:1 ზურაბ სეხნიაშვილი (86)
გამოუყენებელი პენალტი: ჯოვინო ფლამარიონი (3)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), მამუკა კობახიძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ჯამბულ ჯიღაური, გიული მანჯგალაძე (თორნიკე გაფრინდაშვილი 88), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი, ჯოვინო ფლამარიონი (ვალერიან თევდორაძე 75), ვლადიმერ დვალიშვილი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ვიტ ჯორჯია (4-2-3-1): ლევან ისერგიშვილი, დავით კიკალიშვილი, ანდრო ნემსაძე, ლუკა თათხაშვილი, ზურაბ სეხნიაშვილი (კ), ლუკა ვარძელაშვილი (ნიკოლოზ აბულაძე 88), ირაკლი ზარიძე, ლაშა ნანობაშვილი (ბექა აშორდია 75), თამაზ მაქაცარია (დიმიტრი ხუციანიძე 81), ზურაბ მუსელიანი, თორნიკე მუზაშვილი

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
მკითხველის კომენტარები / 6 /
მადლობა ვიტ-ჯორჯიას ფეხბურთელებს თავდადებული თამაშისთვის, განსაკუთრებით ვეტერინართა მეკარეს და კაპიტანს!(ბრძოლაში ბედნიერნი...)
ყველა გუნდმა თავი უნდა შეაკლას სამივე გუნდს, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, მიუხედავად იმისა ჭირდება თუ არა კონკრეტულ კოლექტივს ქულები.სამართლიანი თამაშის წესები დაცული უნდა იყოს.დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს!!!


Caruzo9
21:18 25-10-2019
0
ყოჩაღ ვიტ-ჯორჯიას. ბათუმს ასეთი თამაშით თუ უნდა ჩემპიონობა ?! ...... ან ეს რა თამაში იყო და ან დინამო თბილისის ბოლო თამაშები, ასეთი თამაშით არცერთს არ ექნება შანსი,საკვალიფიკაციოდან გასვლის
გიორგი კაჭკაჭიშვილი
22:07 25-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული