"აინტრახტის" პირობები "ტორპედოს" გამოსყიდვასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ყველასათვის ცნობილია, თუ რა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება ქუთაისის "ტორპედო", რომლის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ კლუბის შეძენა გერმანელ ინვესტორებს სურთ.

გუნდის გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანულ მხარეს ფრანკფურტის "აინტრახტის" აქციონერები წარმოადგენენ და მათი პირობები კლუბის გამოსასყიდად ქალაქის მერიისადმი შემდგომში მდგომარეობს:

1️. სტადიონი გადავა მათ საკუთრებაში.
2️. საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში.
3️. "ტორპედოს" აღება მიმიმუმ 20-წლიანი იჯარით.
4️. ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის "აინტრახტის" აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის
აღზრდილებიც მოირგებენ.

მკითხველის კომენტარები / 39 /
ებიჭო ეს თუ მართალია ? თუ მართალია თვითონ ქუთაისი ქალაქიც გადაეცით იჯარით 50 წლით
aleko
31 ოქტომბერი 2019 08:49
0
"ტორპედოს" დაშლას აღარ სჯობს!??...
არტაგი
31 ოქტომბერი 2019 01:11
2
ჩვენც მივცეთ პირობები:1-გააკეთონ უეფას მოთხოვნის დონის სტადიონი,2-გააკეთონ ევროპული სტანდარტების დონის ბაზა.3-კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში დაუყონებლივ შეწყდეს შეთანხმება.4-ბავშვების მიღება და სპორტული განვითარება აკადემიაში უფასოდ 15 წლამდე.
ზას.
31 ოქტომბერი 2019 00:30
4
მემგონი ტორპეტო ისეთ მდგომარეობაშია რომ, პირობებს ვერ წაუყენებს.
Hmm
31 ოქტომბერი 2019 07:06
0
არა და, ქუთაისი საქართველოს ბეხბურთის მთავარი სამჭედლო იყო. ქუთაისიდან მიჰყავდათ თბილისის დინამოში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები.
რა გაეწყობა, ეხლა სხვა ვითარებაა. 20 წელი მალე გაივლის, უნდა დავთანხმდეთ. მე არ ვარ ქუთაისელი, მაგრამ დასავლეთელი ვარ და ვგულშემატკივრობ.
hm.
31 ოქტომბერი 2019 09:45
3
და რომ გაყიდოს ხვალ ის ტერიტორია, მერე როგორ აჭიკჭიდებით ერთი მაინტერესებს?
1/2) სტადიონი და ბაზა გადავა მათ საკუთრებაში (უფასოდ ხომ)? 3. ტორპედო ოცი წლით იჯარით ხომ (რამდენს იხდიან?)? ამასობაში 4) თავიანთ ახალგაზრდებს ათამაშებენ ხომ?. (აი მერე ქუთაისელ ახალგაზრდებს რაა?).
ხვალ რო თავი გაკოტრებულად გამოაცხადონ, ან კიდევ "წყობა" არ გივარგათ, ამიტომ მივდივართ და ყველაფერს ვყიდითო, ხოლო იჯარა ვიღაც ჭიჭი მიჭის გადასცენ, მაშინ რას იბლატავებთ? ევროპა არ ვარგაო? კი მაგრამ ეგ ტიპი მგონი ყაზახია, ჰოდა რატო უნდა გვაყლაპოს.
მოძებნეთ ნორმალური, ასეთ საქმეში გამოცდილების მქონე იურისტები (და არა აფერისტები), შეაფასეთ რისკები, ცუდი ვარიანტები და ამის მერე შეთანხმდით. ამას დიდი დიდი 1 თვე დაჭირდეს, 2 იყოს. შემდეგი სეზონი მარტში იწყება. 30 წელია ამ ნაგავში ვართ და ახლა გინდათ ჩქარა-ჩქარა???
ჰაჰა
31 ოქტომბერი 2019 11:41
3
შენ მართლა ავად ხომ არა ხარ? უცხო კაცს როგორ მიბედავ? ან არგუმენტი სად ნახე საწინააღმდრგო ან დასათანხმებელი? შე მართლა მჭერმეტყველო. შემთხვევით პოლიტიკოსი ხომ არ ხარ? ზუსტად ეგ ხალხია, ერთს ამბობ და მეორეზე გედავებიან. მე კითხვებს ვსვამ: სტადიონი და ბაზა - უფასოდ? რამდენია ტორპედოს ვალი? 2 მილიონი ლარი? სამი მილიონი? რა ღირს ბაზა? რა ღირს სტადიონი? ან პირიქით, იქნებ სტადიონის შენახვა და ბაზის შენახვა ისე ძვირია რომ ჯობია გადასცენ? შეუნარჩუნდება სტადიონს და ბაზას ფუნქცია, თუ დაანგრევენ იქ შენობებს ააშენებენ, ხოლო ახალ ბაზას და სტადიონს სადმე ფარხანაყანებში ააშენბენ? (ბიზნესია ძმაო).20 წელი იჯარა, მაგრამ ექნება იჯარის გადაცემის უფლება თუ კრიზისში ჩავრდებიან? ( ეხლა არ მითხრა გერმანიაში კრიზისი არ მოხდებაო). გაკოტრების შემთხვევაში სტადიონს და ბაზას ხომ არ გაყიდიან? მათი ახალგაზრდები შეზღუდული რაოდენობით ითამაშებენ თუ ჩვენები იქნებიან შეზღუდული? ტალანტებს თუ წაიყვანენ, მოქალაქეობას მიცემენ თუ ქართველებად დატოვებენ? ასეთი კითხვები უამრავია. რომელიც უნდა ჩამოიწეროს და იმათმა და ჩვენებმა პასუხი გასცენ. გაიგე მჭერმეტყველ?!
პ.ს. გიორგი მაინც ვერ გაიგებს, ხოლო თუ სხვა კითხულობს, წარმოიდგინეთ ქალაქის მერი ხარ ამ სიტუაციაში. თუ სასწრაფოდ გადასცემ, ქულებს დაიწერ, მომავალი წლის არჩევნებში იბლატავებ, გიორგისნაირები ხმას მოგცემენ. ხოლო თუ დაფიქრდები, აწონ დაწონი და შეჯერებულ გადაწყვეტილებას მიიღებ, მაშინ ქართული ფეხბურთის მომავალი მოიგებს. ისევ ქუთაისის ფეხბურთი მოიგებს. აბა რა იმათი წინადადება-წინადადებაა თუ ულტიმატუმი. ანუ რაღაცაზე კიდევ წამოვლენ ხოლო რაღაც უნდა მოთხოვო, მაგალითად სტადიონის არ დანგრევა.
ჰაჰა
31 ოქტომბერი 2019 13:04
1
მაგარი არგუმნტები გაქვს და მაგარი მჭერმეტყველი ყოფილხარრრ)))) რებბს საუბრობ სართო რა გიყიდოს მიყიდოს გერმნიიის ბუნდესლიგაში ათამაშებს გუნდს ავად ხოარხარ :დ .. და კიდევ როცა ესეთი ინვსტორი შემოდის ისეთ ქვეყანაში როგორიც არის საქართველო ეს მათი ინტრესებია იქედან გამომდინარე რომ შანს აძლავენ თავანთი აკდემიისსს მოზარდეს გამოვლინონ ნიჭი და შემდეგ სარფიანად გაყიდონ 3 მათ დაინახეს რომ აქ იბდებიან ტალნტები და შესაძლებელია კარგი მუშაობის შედეგად სარფიანად გაიყდოს ესათუ ის ფეხბურთელი შენ რა გონია რებიჩი ვის გუნდში თამშობდა ან როგორ მოხვდა ანტრახტში ? როგორ შეიძლება ქართული ფეხბურთი გიყვარდეს და არგიხაროდეს ესეთი დონის კლუბს რომ უნდა ტორპედოს ყიდვა რომლებმაც იციან როგორ განვთარონ კლუბი ფეხბურთელები არა დებილები არაინ თურმე ფულს წყალში ყრიან და მაგიტომ უნდათ შემსვლა ცოტა ტვინს ძაალა დაატანე სანმ რამეს დაწერ
გიორგი
31 ოქტომბერი 2019 12:09
9
ის უზბეკი ნაღდად კაი კაცი სჩანს
bmb
30 ოქტომბერი 2019 22:56
1
დათანხმდით დაუფიქრებლად. ბოლოს და ბოლოს ევროპაში გაგვიცნობენ და ისე ამაზე უარესი მაინც ვერაფერი ვერ მოხდება.
geno
31 ოქტომბერი 2019 11:14
3
თავის დროზე დინამოსაც რომ გამოსჩენოდა ნორმალური პატრონი ასეთი ქვეყნიდან დღეს ამისთანა ფარჩაკულ მდგომარეობაში არ იქნებოდა.
TBILISI
31 ოქტომბერი 2019 09:28
0
იმათი პირობები ხო მაგრამ ამათმა რა მოსთხოვეს? იქნებ ეგ გამოაქვეყნოთ? მფლობელობაში სამუდამოდ გადადის? ან რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ინვესტორმა ?
archili
31 ოქტომბერი 2019 09:46
0
გუნდი 20 წლის ვადით აჰყავთ საზრუნავად. მერე "გაათავისუფლებენ".
ხოლო სტადიონი და სავარჯიშო ბაზა მათი საკუთრებაში დარჩება. მერე უნდა გამოისყიდო, თუ დაბრუნება მოგინდა, მათ ხომ ინვესიცია ექნებათ ჩადებული რემონტში, მოვლა პატრონობაში.
g55
31 ოქტომბერი 2019 10:03
1
ამ ხელშეკრულების პირობები უფრო ულტიმატუმის ფორმას ჰგავს! მაგრამ სხვა გამოსავალი თუ არის? თავის მხრიდან რას გვთავაზობენ, ეს უნდა განიმარტოს.
მერაბი
31 ოქტომბერი 2019 09:31
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული