გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსური კრიზისი გრძელდება. კლუბი კვლავ ინვესტორის გარეშეა და ჯერჯეობით უცნობია რა მომავალი ელის კლუბს.

ზაალ ჩაჩავამ კლუბი ფინანსურად დააქცია და ქუთაისური გუნდი დაშლის პირასაა.

რა ხდება ინვესტორებთან დაკავშირებით და უნდა გვქონდეს თუ არა რაიმეს იმედი? ამ თემების გასაკრვევად ქუთაისის "ტორპედოს" ამჟამინდელ დირექტორს, თეიმურაზ ჩეჩელაშვილს დავუკავშირდით.

ჩეჩელაშვილმა "აინტარხტის" ინვესტორის წამოყენებული პირობების შესახებ დაიწყო საუბარი:

- გერმანელები აღარ სჩანან. რაც დააყენეს საკითხი კი ბატონოო ყველაფერზე მერიამ: სტადიონი გვინდაო - კი ბატონოო, ბაზა გვინდაო იჯარითო - კი ბატონოო, ტერიტორიები გვინდა სტადიონებისთვისო
- მოგეხმარებითო მერიამ, მთავრობაში წაგვყვებითო - მოგეხმარებით მაგაშიცო, შევისწავლით ყველაფერსო და წავიდნენ...

არის უკრაინული ბიზნეს-ჯგუფი, სადაც ერთ-ერთი წევრი ქართველია. ისინიც ამბობენ ყველაფერს შევისწავლითო და დეკემბრის შუა რიცხვებში გეტყვით პასუხსო. სადაც დრო არ ითმენს, იქეთა კვირაში პასუხი გვჭირდება.

- იტალიელებზეც იყო საუბარი...
- იტალიელები ამბობენ, რომ გვინდა. მაგრამ მიდის იქ ისეთი ვაჭრობა როგორც ბაზარშია. ვალი არის სამ მილიონზე მეტი, ესენი ამბობენ ეს გუნდი არ ღირს მილიონ ნახევარზე მეტიო. ახლა მილიონ ნახევარს შეიძლება ეშველოს, მაგრამ მერიას არა აქვს უფლება ვალით წამოიღოს გუნდი უკან. ჯერჯერობით გრძელდება მოლაპარაკებები იტალიელებთან.

მე მგონი მომავალ კვირაში რაიმე შეიცვლება, დაიტერესებულია მერია. ჩართულია ფედერაცია, გვეხმარება თავდაუზოგავად, ფინანსურადაც დაგვეხმარა, სასტუმროებით დაგვეხმარა. რახან ამ დონეზეა და მთავრობაც ჩართულია, ეგება გამოჩნდეს ვინმე. იმ კვირის ბოლომდე თუ არ დალაგდა ეს ყველაფერი, მერე აზრი აღარ აქვს.

- ეს იტალიელები უშუალოდ ვინ არიან?
- მე როგორც ვიცი ფეხბურთი არ არის მაგათი სფერო, მე ერთხელ შევხვდი. შემდეგ ფედერაციაც შეხვდა მაგათ, ჩვენი გუბერნატორიც და მერიც შეხვდა. იმათი ბიზნესი სხვა სფეროა. ითვლიან ყველა კაპიკს...

ყველა მივდივართ ყველანაირ დათმობაზე ინვესტორებთან, უბრალოდ ბიუჯეტის თანხას ვერ შეეხები, ხელფასებს ვერ შეეხები, როცა ხელფასების ვალი 90%-ია.

- ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ ხომ არის სარჩელი სასამართლოში, რა დროზეა ეს ამბავი გაწელილი?
- სარჩელი შეტანილია უშუალოდ ვალის აღიარებაზე, რომ მერიამ შეძლოს ამ გუნდის წამოღება, რადგან ვალით ვერ მოაქვს, ჯერჯერობით სასამართლოც არ ჩანიშნულა. უკვე ორ თვემდეა გასული.

ეს ყველაფერი არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, ვთქვათ ეს ჩაინიშნა მალევე და განაჩენიც მალე იქნა. მერე იმას უფლება აქვს გაასაჩივროს, მერე კიდე უნდა ჩაინიშნოს მეორე ინსტაცია, რომც კიდევ მოიგოს მერიამ. კვლავ ექნება გასაჩივრების უფლება. ამ ყველაფერს შეიძლება წლები დასჭირდეს.

წლები კი არა ჩვენ დღეები გვაქვს დარჩენილი, სამი შეხვედრა გვაქვს ჩემპიონატის დასრულებამდე და თუ ერთ თამაშსაც ვერ მოვიგებთ შეიძლება ქულებითაც გავვარდეთ. დღეს შევხვდი მე ბიჭებს, მწვრთნელებს, მოვეფერე და შევპირდი, რაც შეიძლება მოხდეს. ტყუილს ვერავის ვეტყვი, გვაქვს იმედი მაინც...

- ზაალ ჩაჩავას ეს ვალები ცუდი მენეჯმენტით დაედო თუ თაღლითურ სქემასთან გვქონდა საქმე?
- სამართლებრივად არ მაქვს უფლება ავდგე და ვიღაცას გამოვუტანო განაჩენი. არავითარი თაღლითური სქემა არ არის, გაიზარდა ზედმეტად კლუბის ბიუჯეტი, 600 000 ლარზე ავიდა დაახლოებით. ხელფასები იყო მაქსიმალური, აღარ მოხერხდა ამ ბიუჯეტის შენახვა.

ჩაჩავას კომპანიას "ინტერნეიშენალ ჰაუსს" ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი ჩინელ მოქალაქესთან და არა კომპანიასთან, ვიღაც ვანგთან, რომელსაც ყოველთვიურად უნდა შემოეტანა გარკვეული თანხა, ამისი ხელშეკრულებაც არსებობს. ჩინელის თხოვნაც იყო, რომ ბიუჯეტი გაზრდილიყო. მაგრამ შემდეგ იანვრიდან ამ კაცმა თქვა, რომ გავდივარ ამ თამაშიდან და აღარ მინდა. ამის შემდეგ წარმოიქმნა ეს ვალები...

როგორც მერიას აქვს დავა ჩაჩავასთან, ასევე ჩაჩავას დავა აქვს ჩინელებთან. თუ რაიმე დანაშაულის ნიშნები იყო, ამას აუდიტი განსაზღვრავს.

- ამხელა ბიუჯეტის ფარგლებში, საშუალო ხელფასი როგორი იყო?
- მაგას თქვენ ვერ გეტყვით, ეს ყველაფერი არის კერძო საკუთრება და არის კონფიდენციალური. ქართული ფეხბურთისთვის კი ხელფასები ძალიან დიდი იყპ, ვიღაცეებთან განსაკუთრებით, მაგალითად უცხოეთიდან ჩამოყვანილ ფეხბურთელებთან. ამან გამოიწვია ეს ყველაფერი...

- იმედია იქეთა კვირაში შეიცვლება ყველაფერი...
- დიახ, მეც იმედით ვარ. როგორია ფეხბურთელები, რომლებიც ჩამოდიან სხვა ქალაქებიდან, მათ ხელფასებს ვერ ვაძლევთ, არ არის საჭმელი, არ არის სასმელი... ახლა ბაზაზე კი გვაქვს კვება, მაგრამ იმათ ჰყავთ ცოლ-შვილი და ფული ხომ სჭირდებათ? იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება..

მკითხველის კომენტარები / 13 /
ზაალი სად წავიდა ჩაჩავა? მოტეხა ფული და წავიდა??
გიორგი
10 ნოემბერი 2019 15:07
2
ესეც ისე ბნელად ლაპარაკობს, საბოლოოდ ისევ ტორპედოს ლოგო აღმოჩნდება დამნაშავე.აშკარაა ტორპედოს ფულის საშოვნელ მანქანად უყურებენ და არა როგორც ქალაქის და ქართული ფეხბურთის სიამაყეს. მოაშორეთ ეს ბინძური ხალხი კლუბს.
რეზო
10 ნოემბერი 2019 01:01
2
იქნებ თქვენ გამარკვიოთ ამ ლოგიკაში:
- ფეხბურთელებს ვარჯიშის პირობები კი არა, საჭმელს ვერ ვაძლევთო. ოჯახებიც ცუდ დღეში არიან უხელფასობის გამო.
- მეორეს მხრივ კლუბის მფლობელს რომ ეს გუნდი ჩამოვართვათ, თვეები და წლები დასჭირდებაო
- ანუ ლოგიკა ასეთია, ქვეყნის სამართალი მოითხოვს, უხელფასო/მშიერი/მომაკვდავი ფეხბურთელი იყოს ჩაჩავასი, სანამ დაღლილს სული არ ამოხდებათ.

ეს არის სამართალი??? გეფიცები რევოლუცია უნდა მოუწყო ამ პოლიტიკოსებს
დიდგორელი!
10 ნოემბერი 2019 00:59
1
ახალ წელს ზრდილობის გულიზა ვხვდებით,თვარა ჩვენთან სულ 90-იანებია ფეხბურთშიც და ისედაც.
qutaisi
09 ნოემბერი 2019 22:19
0
ასეც ვიცოდი . სამწუხაროდ . გული მიგრძნობდა . ვიღაც . ჩაჩავას ნაირ . თაღლითს . მისცემდენ . ისევ ტორპედოს . ისე მოაწყობდენ . საქმეს
Dato . mogeladze
09 ნოემბერი 2019 19:58
0
აჰა, თურმე ხელფასები რამდენი იყო თქმა არ შეიძლება, მთელ მსოფლიოში გამჭვირვალეა ეს საკითხი და აქ არა. წავიდოდა ის გერმანული მხარე, აბა რას იზამდა ამათ შემხედვარე. ყველა სფეროში ასეა ჩვენთან და მერე გვიკვირს წინ, რომ ვერ მივდივართ...
ლევანი
09 ნოემბერი 2019 19:44
0
ჩაჩავას და ხელისუფალთ კუდი კუდზე აქვთ გადაფსკვნილი და მიტომ ვერხერხდება ფულის ამოღება. თავიანთ ჯიბიდან ხომარამოიღებენ.
მოკლედ უტვინო ხელისუფლება. ავანტიურისტი ბიზნესმენი. შედეგი დაქცეული ტორპედო
იბერიელი68
09 ნოემბერი 2019 17:55
5
უბრალოდ დაფიქრდით - ჩვენებთან საქმე ნორმალურმა ხალხმა რატომ უნდა დაიჭიროს? მაგათ რომ შეხედავ (კარგი, დავუშვათ, თანამედროვე ცივილური ადამიანი არ განსჯის წიგნს მისი ყდის მიხედვით), მაგათ რომ დაელაპარაკები, მაგათ გაკეთებულს რომ დაათვალიერებ, რატომ უნდა ითანამშრომლო მაგათთან მაგ ყველაფრის მერე??
odala
09 ნოემბერი 2019 16:39
0
თავი უნდა გაუჩეჩქვო მაგ უცხოელების ჩამომყვანებს. ანუ იმათმა წაიღეს დიდი ხელფასები ქართული ბიზნესის და ფეხბურთის დისკრედიტაციის ხარჯძე. მაგ ვირისშვილ ჩაჩავას კიდევ თუ ტვინი არ ქონდა რას ეტენებოდა მაგ საქმეში?უკრაინელები არ ვარგა.
ddgfdf
09 ნოემბერი 2019 15:43
5
ვერაფერი ვერ გავიგე, ცოტა გარკვევით ჩამოაყალიბე სათქმელი, თორემ შინაარსი იკარგება. ბოლო-ბოლო ჩაჩავათი ხარ უკმაყოფილო თუ ლეგიონერებით?
nika
09 ნოემბერი 2019 19:46
1
sad naxet aseti investorebi, titoeul kapiks ro itvlian, an ra azri ak amas kvelapers chachavas tu ver gamoartvit gundi ise vin mova torpedochi, erti kvira zaan cota droa, unda utxrat mag investorebs tu modian movidnen droulad tore mere azri agar ekneba, meriam unda gamonaxos rame gza, raari ra usachveloa aseti, sakme isaa ro bevri mteri kavs kutaiss, da nu gakvt tbilisis imedi, aravis ar unda torpedo kutaiseli xalxis garda, xo cheizleba meriam gamonaxos es 3 milioni lari da ramenairad an chukeba gaaketet an sesxeba an rame gaaketet saertod , ro ar movides investori am ert kvirachi ras chvebit mere, amxela kalaks erti gundi ver gadaurchenia, sircxvilia, dagvcinis mteli kvekana, kvela sakme gadadevit da torpedos mixedet, 3 milioni tu ar gakvt ranairi mtavroba xart erti gamagebia, restornebchi sasiarulo puls xo choulobt, ichovet torpedos puli sascrapod da gundi gadaarchinet sanam droa.sasamartlos nu elodebit xalxs nu caartmevt pegburts kutaischi, gvekopa isic ukve rac davzaraldit, amovida kelchi ukve amati ertmanetze gadabraleba, gundi gadaarchinet rogorc gindat ise, anda saertod daketet mag meria, da chen nu miblokav komentarebs, isedac ar var chkuaze amat xelchi, bavchvobidan torpedos vbalechikob, aba torpedos gareche rad minda tkveni eliga, an is mindori rad gindat gaaxviet da gaugzavnet kobiachvils gldanchi gamoadgeba.
KUTAISELI
09 ნოემბერი 2019 15:43
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული