გიორგი ჭიაბრიშვილმა "საბურთალო" დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს თასის ფინალში "ლოკომოტივის" დამარცხების (3:1) შემდეგ, "საბურთალო" მისმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა არხმა გაავრცელა.

ჭიაბრიშვილმა განაცხადა, რომ "საბურთალოში" 5 წელი იმუშავა, მასთან ერთად ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა და გუნდს პირნათელი ტოვებს.

ჭიაბრიშვილმა "საბურთალო" 2014 წელს ჩაიბარა, როდესაც ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობდა, ელიტარულ ლიგაში გადაიყვანა და მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

გასულ სეზონში "საბურთალომ" ეროვნულ ლიგაზე მესამე ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ვწუხვარ მაგრამ ბოლომდე გაყვება ის სირცხვილი რაც არარატთან ჭამა მან და მისმა გუნდმა,თუ თავმოყვარეობა ქონდა მაშინ უნდა წასულიყო...წარმატებები
gurulo
20:01 08-12-2019
14
არ მესმის რატომ უწერენ ზოგიერტები უარყოფით კომენტარებს მწვრთნელს,რომელმაც 5 წელი იმუშავა გუნდში (თავიდან მე 2 ლიგის საშუალო გუნდში) და საქართველოს ერთ ერთი საუკეთესო სტაბილურ გუნდად ჩამოაყალიბა ჩემპიონი გახადა და რამდენიმე კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელიც გამოჩნდა მისი ხელმძღვანელობით რომელთაც კარგი მომავალი შეიძლება ქონდეთ. რაც შეხება ევრო სარბიელს კლუბმა ყველა შეხვედრა ჩატარა ღირსეულად ფეხბურთი ითამაშა და 11 კაცით ავტობუსი არ ჩააყენა და არატ არმენიასთან მარცხი იყო იმედგაცრუება ნამდვილად მაგრამ ფეხბურთია და ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
გიორგი
21:06 08-12-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული