თბილისის "საბურთალოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბის ვებგვერდთან კომენტარში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"6 წლის განმავლობაში "საბურთალოსთან" ერთად დიდი გზა გავიარე. მოვიპოვეთ ჩემპიონობა, თასი… ასე რომ, "საბურთალოს" პირნათელი ვტოვებ. ახლა მხოლოდ იმის სურვილი მაქვს, რომ სახლში წავიდე და დავისვენო. 6 წლის განმავლობაში გადაბმულად ერთ ადგილზე მუშაობა რთულია. ხოლო, თუ როგორ ვიმუშავე, ეს გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა უნდა განსაჯოთ. ჯერ არავისთან არ მილაპარაკია, დავისვენებ და მერე ვნახოთ. ალბათ, საინტერესო წინადადებები გამოჩნდება", - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.