ლევან კუტალია: ეს ჩემი კარიერის პიკი არ არის, მეტი მსურს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონია, ჩემპიონს კი ჰყავდა საუკეთესო ბომბარდირიც.

ლევან კუტალიამ ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში ყველაზე მეტი 20 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთსო მეგოლეც გახდა. კუტალიამ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა დინამოელებს.

ჩვენ ლევან კუტალიას დავუკავშირდით და სეზონის შეფასება ვთხოვეთ.

- გილოცავთ ჩემპიონობას, როგორ შეაფასებდით თბილისის "დინამოს" 2019 წლის სეზონს?
- რთული სეზონი გამოვიდა, ერთბაშად სამი გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის. კონკრეტულ მომენტში ჩვენ უფრო ძლიერები აღმოვჩნდით და მიზანდასახულები. რაც შეეხება ჩემპიონობას, "დინამოში" რომ მოვედი გუნდს სამი წელი არ ჰქონდა ეროვნული ლიგა მოგებული და
დაგვისახეს მიზნად ოქროს მედლების მოგება. ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და საბოლოოდ მივაღწიეთ კიდეც.

- აქვს თბილისის "დინამოს" პოტენციალი, ევროპა ლიგის ჯგუფისთვის იბრძოლოს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ყველა გუნდს სჭირდება გაძლიერება არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. თუ გუნდი რამდენიმე კარგ კვალიფიკაციურ ფეხბურთელს დაიმატებს, "დინამოს" ექნება შანსი მინიმუმ ევროპა ლიგის ჯგუფში ითამაშოს.

- რას გვეტყოდით ესპანელ მწვრთნელებზე? როგორია მათთან მუშაობა?
- ჩისკოზე ვიტყვი, რომ ძალიან კარგი მწვრთნელია. პირველივე სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ეს დიდი მიღწევაა. კარგი პიროვნებაა, კარგი ადამიანი და რაც მთვარია კარგი მწვრთნელია.

- ინდივიდუალურად შენთვის როგორი იყო სეზონი?
- ეროვნული ლიგის ბომბარდირი გავხდი. როდესაც ჩემპიონიც ხდები და საუკეთესო მეგოლეც, ეს ორმაგად სასიხარულო ფაქტია. ქართული ფეხბურთის ისტორიაში, შევედი როგორც 50-ე ბომბარდირი.

- ეს ლევან კუტალიას კარიერის პიკია თუ ჯერ წინ გაქვთ ყველაფერი?
- არა რა თქმა უნდა, ეს ჩემი კარიერის პიკი არ არის, მიღწეულით არ ვკმაყოფილდები, მე მეტი და მეტი მსურს. ამბიციური ფეხბურთელი ვარ და მინდა რომ უფრო მეტი ვიშრომო - გავაკეთო. თუ "დინამოში" დავრჩი, მინდა ევროპა ლიგის ჯგუფში მოვხვდე და ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში.

- იყო გარკვეული საუბრები, რომ ლევან კუტალიამ შეიძლება ეროვნული ლიგა დატოვოსო?
- არ დავმალავ, არის უცხოური კლუბებიდან შემოთავაზებები, მაგრამ მე ამ ეტაპზე "დინამოს" ფეხბურთელი და ბოლო სიტყვა "დინამოს" ეკუთვნის.

- როდემდე გაკავშირებთ კონტრაქტი თბილისურ კლუბთან?
- დეკემბრის ბოლოს მეწურება. ვნახოთ ყველაფერი ახლო მომავალში გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერაფერი ფეხბურთელი ეს ვერ არის.მითუმეტეს არაა დინამოს კალიბრის და გაქანების.
სიმართლე
16 დეკემბერი 2019 13:25
2
jordan beli პროფესორი კი არა ფრაერი ხარ! შენნაირი პროფესორები რო გვყავს იმიტოა ქვეყნის საქმე კარგად.d.d.
s..s
15 დეკემბერი 2019 16:12
3
s...s რა შენ ერთი ადგილის საქმეა? თუ მოგინდა ბებერ კლდიდან გადმოფრენა? კი არ ვპროფესორობ,პროფესორი ვარ შე „მზეო“ შენა...ერთი შენი თავი მომცა ეხლა ტატამზე ერთი დაგამტვრიო მძვლები...
Jordan Beli
15 დეკემბერი 2019 08:33
5
jordan beli ყველა კომენტარზე რატო პროფესორობს? და თან როცა უნდა თბილისელია და როცა უნდა არა.d.d.
s..s
15 დეკემბერი 2019 03:57
2
ამ კუტალიას ფეხბურთელი გონია თავი
Beli
15 დეკემბერი 2019 02:03
3
კუტალია უნდა გახდეს ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ეს დაიმსახურა მაგარი ხარ ლევან წარმატებები
თბილისელი
14 დეკემბერი 2019 21:15
6
Kutaiseli რა მაგარი კაცი ხარ! რატო ვერ იტან ყოფილ ტორპედოელებს? ნუ იგრუზები მეგობარო,მთელ მსოფლიოში ხდება ასეთი რაღაცეები.ახლა ჩხეტიანზე წავიკითხე და იმავე წუთს შენ გამახსენდი...ძალით ხო არავის ექაჩებიან მაგ დინამოში? არც მე ვარ თბილისელი,მაგრამ გუნდში სადაც უთამაშია მესხს,ყიფიანს,ჩივაძეს,გუცაევს,შენგელიას და ბევრ სხვა ლეგენდას როგორ უნდა ვთქვა აუგი?იმდღეს ვიღაც წერდა დინამოს სტადიონზედინამიკები ვერ გაუსწორებიათო და ა.შ მე ვფიქრობ სტადიონს რომელსაც მრავალი ლეგენდა სპორტსმენი უნახია ასეთი ირონიით წერა არ შეიძლება. მესხი რო დაიღუპა დინამოს სტადიონიდან გააცილეს და არასოდეს დამავიწყდება,ბავშვი ვიყავი, ათობით ათასი კაცი როგორ გუგუნებდა მესხი,მესხი...ხოდა ასეთ სტადიონს დინამიკები სულაც რო არა ქონდეს მაინც არ შეიძლება ირონიით ლაპარაკი...დამიჯერე ორდაბასთან გული მეწვებოდა მეც და ვფიქრობდი ცოტა ადრე რო შეკრებილიყო თუნდაც დაშლილი ტორპედო,ხო გაგლეჯავდა ორდაბასს...რაც ერი,ის ბერიო...ქვეყანა გვექცევა თავზე და რა გასაკვირია ასეთი დონის ჩემპიონატი რო გვაქ.კუტალიას კი მიულოცოთ ბომბარდირობა,ასე აჯობებს მე მგონია...წარმატებები მეგობარო!!!
Jordan Beli
14 დეკემბერი 2019 20:44
4
chen ro bombardiri gaxdi vai im chempionats, cheni bombardiroba pasuxs cems im mdgomareobaze da krizisxe rac erovnul chempionatchia,
KUTAISELI
14 დეკემბერი 2019 18:04
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული